1. იმ სექტორებში, სადაც ნაკისრია სპეციფიკური ვალდებულებები, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ზოგადი გამოყენების ყველა ზომა, რომელიც ეხება მომსახურებით ვაჭრობას, მიიღება დასაბუთებულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად.
2. (a) თითოეულმა მხარემ უნდა გამოიყენოს ან შექმნას სასამართლო, საარბიტრაჟო ან ადმინისტრაციული ორგანოები ან პროცედურები, რომლებიც დაზარალებული მომსახურების მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე, განახორციელებენ მომსახურებით ვაჭრობაზე გავლენის მქონე ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ განხილვას და იქ, სადაც გამართლებულია, გაითვალისწინებენ მათი გამოსწორებისათვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი პროცედურები დამოუკიდებელი არ არის იმ უფლებამოსილი ორგანოსაგან, რომელიც იღებს ასეთ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს, მხარე უზრუნველყოფს, რომ ეს პროცედურები, პრაქტიკულად, ითვალისწინებდეს ობიექტურ და მიუკერძოებელ განხილვას.
(b) (a) ქვეპუნქტის დებულება არ უნდა განიმარტოს ისე, რომ მოითხოვოს მხარისგან ისეთი ორგანოების ან პროცედურების შექმნა, რომლებიც შეუსაბამო იქნება მის კონსტიტუციურ მოწყობასთან ან სამართლებრივ სისტემასთან.
3. თუ იმ მომსახურების მიწოდებისთვის, რომელზეც ამ შეთანხმების შესაბამისად სპეციფიკური ვალდებულება იქნა აღებული, მოითხოვება ავტორიზაცია, თითოეული მხარის კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ შემდეგი:
(a) არასრული განაცხადის შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, განსაზღვრონ ყველა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა განაცხადის შესავსებად და უზრუნველყონ ხარვეზების აღმოფხვრის შესაძლებლობა გონივრულ ვადებში;
(b) განმცხადებლის მოთხოვნით, გაუმართლებელი დაგვიანების გარეშე, მიაწოდონ ინფორმაცია განაცხადის სტატუსის შესახებ; და
(c) თუ განაცხადი შეჩერებული ან უარყოფილია, რაც შეიძლება დეტალურად მიაწოდონ განმცხადებელს ინფორმაცია წერილობით ფორმით და დაგვიანების გარეშე, ამგვარი მოქმედების მიზეზების შესახებ. განმცხადებელს ექნება შესაძლებლობა მისი დისკრეციის ფარგლებში ხელახლა შეიტანოს განაცხადი.
4. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და პროცედურებთან, ტექნიკურ სტანდარტებთან და სალიცენზიო მოთხოვნებთან დაკავშირებული ზომები არ ქმნიან მომსახურებით ვაჭრობის არასაჭირო დაბრკოლებებს, მხარეები ერთობლივად განიხილავენ მოლაპარაკებების შედეგებს ამ ზომების დაწესების შესახებ GATS-ის VI მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მათი ამ შეთანხმებაში შეტანის მიზნით. მხარეები ითვალისწინებენ, რომ ამგვარი დისციპლინები მიზნად ისახავს უზრუნველყონ, რომ ეს მოთხოვნები, მათ შორის:
(a) ეფუძნება ობიექტურობისა და გამჭვირვალეობის კრიტერიუმებს, როგორიცაა მომსახურების მიწოდების კომპეტენცია და უნარი;
(b) არ არის იმაზე მეტად დამამძიმებელი, ვიდრე აუცილებელიამომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად; და
(c) სალიცენზიო პროცედურების შემთხვევაში, ეს პროცედურები თავად არ წარმოადგენს შეზღუდვებს მომსახურების მიწოდებაზე.
5. (a) სექტორებში, რომლებშიც მხარეს ნაკისრი აქვს სპეციფიკური ვალდებულებები, მე-4 პუნქტში მითითებული დისციპლინების შეთანხმებაში გათვალისწინების მიმდინარეობისას, მხარემ არ უნდა გამოიყენოს სალიცენზიო და საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ტექნიკური სტანდარტები, რომლებიც აუქმებენ ან აუარესებენ ამ შეთანხმების ვალდებულებებს ისეთი გზით, რომელიც:
(i) არ არის 4(a), (b) ან (c) ქვეპუნქტებში მოცემულ კრიტერიუმებთან შესაბამისობაში; და
(ii) არ შეიძლება ყოფილიყო გონივრული მოლოდინი მხარისაგან, იმ დროს როდესაც სპეციფიკური ვალდებულებები იმ სექტორებში იქნა აღებული.
(b) იმის დადგენისას, არის თუ არა მხარე მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში, აუცილებელია ამ მხარის მიერ გამოყენებადი შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების საერთაშორისო სტანდარტების მხედველობაში მიღება.[8]
6. სექტორებში, სადაც ნაკისრია პროფესიულ მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, თითოეული მხარე უზრუნველყოფს ადეკვატურ პროცედურებს მეორე მხარის პროფესიონალთა კომპეტენციის დასადგენად.
7. მხარე თავის კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, აძლევს ნებას მეორე მხარის მომსახურების მიმწოდებლებს, გამოიყენონ საწარმოს სახელი, რომლითაც ვაჭრობენ მეორე მხარის ტერიტორიაზე.
8. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველო რთავს ნებას ჩინეთის მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა საქართველოს აუდიტორების საკვალიფიკაციო გამოცდებში და ჩინეთის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც გაიარეს ამგვარი გამოცდა, უფლებას აძლევს დარეგისტრირდნენ/მიიღონ ლიცენზია და განახორციელონ საქმიანობა საქართველოში იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებულია ქართველი მომსახურების მომწოდებლებისათვი