1. გარდა მე-16 თავის (ზოგადი დებულებები და გამონაკლისები) 16.6 მუხლში (საგადასახდელო ბალანსის დაცვის ზომები) გათვალისწინებული გარემოებებისა, მხარემ არ უნდა გამოიყენოს შეზღუდვები საერთაშორისო გადარიცხვებსა და ანგარიშსწორებაზე მიმდინარე ტრანზაქციებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია სპეციფიკურ ვალდებულებებთან.

2. არაფერმა ამ თავში გავლენა არ უნდა იქონიოს მხარეთა, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრთა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმების მუხლებით განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებზე, მათ შორის, ვალუტის გაცვლითი მოქმედებების გამოყენება, რომელიც შესაბამისობაშია შეთანხმების მუხლებთან, თუ მხარე არ აწესებს შეზღუდვებს ნებისმიერი სახის კაპიტალის ტრანზაქციებზე ამგვარ ტრანზაქციებთან დაკავშირებით მისი კონკრეტული ვალდებულებების საწინააღმდეგოდ, გარდა მე-16 თავის (ზოგადი დებულებები და გამონაკლისები) 16.6 მუხლის (საგადასახდელო ბალანსის დაცვის ზომები) შესაბამისად, ან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნის საფუძველზ