1. მომსახურების მომწოდებელთა ავტორიზაციისთვის, ლიცენზირებისთვის ან სერტიფიცირებისთვის სტანდარტებისა და კრიტერიუმების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულების მიზნით, აგრეთვე მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მხარემ შეიძლება აღიაროს ან წაახალისოს მისი შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები, რომ აღიარონ მეორე მხარის ტერიტორიაზე მიღებული განათლება ან გამოცდილება, შესრულებული მოთხოვნები, გაცემული ლიცენზიები ან სერტიფიკატები. ამგვარი აღიარება, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნეს ჰარმონიზაციით ან სხვაგვარად, შეიძლება ეფუძნებოდეს მხარეთა ან მათ კომპეტენტურ ორგანოთა შორის შესაბამის ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, ან შეიძლება მინიჭებულ იქნეს დამოუკიდებლად.
2. თუ მხარე დამოუკიდებლად ან ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე, აღიარებს არაწევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ განათლებას ან გამოცდილებას, შესრულებულ მოთხოვნებს, ლიცენზიებს ან სერტიფიკატებს, არაფერი 8.6 მუხლში არ უნდა განიმარტოს ისე, რომ მხარეს მოეთხოვოს გაავრცელოს ეს აღიარება მეორე მხარის ტერიტორიაზე მიღებულ განათლებაზე ან გამოცდილებაზე, შესრულებულ მოთხოვნებზე, გაცემულ ლიცენზიებზე ან სერტიფიკატებზე.
3. მხარემ, რომელიც არის მე-2 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ან შეთანხმების მხარე, მიუხედავად იმისა, არსებულია ეს შეთანხმება თუ მომავალი, უნდა მისცეს ადეკვატური შესაძლებლობა მეორე მხარეს, მოთხოვნის საფუძველზე, აწარმოოს მოლაპარაკებები ამგვარ ხელშეკრულებასთან ან შეთანხმებასთან მიერთების მიზნით, ან მოილაპარაკოს ანალოგიური საკითხები მასთან. თუ მხარე დამოუკიდებლად ახორციელებს აღიარებას, მან უნდა მისცეს ადეკვატური შესაძლებლობა მეორე მხარეს, რათა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ მეორე მხარის ტერიტორიაზე მიღებული განათლება ან გამოცდილება, შესრულებული მოთხოვნები, ლიცენზიები ან სერტიფიკატები ასევე აღიარებული იქნეს.
4. მხარემ არ უნდა მოახდინოს იმგვარი აღიარება, რომელიც შექმნის მეორე მხარესა და არაწევრ მხარეთა შორის დისკრიმინაციის საშუალებებს მომსახურების მიმწოდებელთან ავტორიზაციის, ლიცენზირების ან სერტიფიკაციის სტანდარტებისა და კრიტერიუმების გამოყენებაში, ან შენიღბულ შეზღუდვებს მომსახურებით ვაჭრობაზ