1. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს:
(a) მარეგულირებელი გადაწყვეტილებების, მათ შორის, ამგვარი გადაწყვეტილებების საფუძვლების დაუყოვნებლივ გამოქვეყნება ან ყველა დაინტერესებული პირისთვის სხვაგვარად ხელმისაწვდომობა; და
(b) საჯარო ქსელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული მისი ზომების, მათ შორის, ნებართვებისათვის დაწესებული მოთხოვნების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
2. როდესაც მოითხოვება ლიცენზია, თითოეული მხარე უზრუნველყოფს საჯარო ქსელების ან მომსახურების მიმწოდებლების ლიცენზირებასთან დაკავშირებული ყველა ზომის საჯაროდ ხელმისაწვდომობას, რომელიც მოიცავს:
(a) გარემოებებს, რომლის ფარგლებშიც მოითხოვება ლიცენზია;
(b) ყველა ხელმისაწვდომ სალიცენზიო პროცედურას;
(c) დროის მონაკვეთს, რომელიც, როგორც წესი, საჭიროა სალიცენზიო განაცხადზე გადაწყვეტილების მისაღებად;
(d) განაცხადის შეტანის ან ლიცენზიის მიღების ღირებულებას ან მოსაკრებელს; და
(e) ლიცენზიის მოქმედების ვადას.
3. თითოეული მხარე საკუთარი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად უზრუნველყოფს, რომ მოთხოვნის საფუძველზე განმცხადებელმა მიიღოს ინფორმაცია ლიცენზიასთან დაკავშირებით უარის თქმის, გაუქმების, განახლებაზე უარის ან სალიცენზიო პირობების დამატების ან შეცვლის მიზეზების თაობაზე. თითოეული მხარე შეძლებისდაგვარად უნდა შეეცადოს მიაწოდოს ამგვარი ინფორმაცია წერილობითი ფორმი