1. წინამდებარე დანართი ითვალისწინებს მე-8 თავზე (მომსახურებით ვაჭრობა) დამატებით ზომებს ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებით.
2. წინამდებარე დანართი ეხება ზომებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ფინანსური მომსახურების მიწოდებაზე.
წინამდებარე დანართში მითითება ფინანსური მომსახურების მიწოდებაზე ნიშნავს ფინანსური მომსახურების მიწოდებას:
(a) ერთ-ერთი მხარის ტერიტორიიდან მეორე მხარის ტერიტორიაზე;
(b) ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე მეორე მხარის მომსახურების მომხმარებელთათვის;
(c) ერთ-ერთი მხარის მომსახურების მიმწოდებლის მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე კომერციული წარმომადგენლობის მეშვეობით; ან
(d) ერთ-ერთი მხარის მომსახურების მიმწოდებლის მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე ფიზიკური პირების წარმომადგენლობის მეშვეობი