1. წინამდებარე თავის ნებისმიერი სხვა დებულების მიუხედავად, მხარეს არ უნდა შეეშალოს ხელი მიიღოს ან დაამტკიცოს სათანადო ზომები პრუდენციული მიზეზებისათვის, მათ შორის:

(a) ინვესტორების, დეპოზიტარების, სადაზღვეო პოლისის მფლობელების, სადაზღვეო პოლისის პრეტენდენტის, იმ პირების, რომლებსაც შემნახველის მოვალეობა აკისრიათ საფინანსო მომსახურების მიმწოდებლის მიერ, ან ნებისმიერი სხვა საფინანსო ბაზრის მონაწილის დაცვა; ან

(b) ამ მხარის ფინანსური სისტემის მთლიანობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

2. როდესაც აღნიშნული ზომები წინააღმდეგობაშია ამ თავის დებულებებთან, ისინი არ შეიძლება იქნეს გამოყენებული, როგორც ამ თავით გათვალისწინებული ამ მხარის ვალდებულებებისა და მოვალეობების თავიდან არიდების საშუალება. ეს ზომები არ წარმოადგენენ მომსახურებით ვაჭრობაზე შენიღბულ შეზღუდვას და არ ახდენენ მეორე მხარის ფინანსური მომსახურებების ან ფინანსური მომსახურებების მიმწოდებლების დისკრიმინაციას მხარის საკუთარ მსგავს ფინანსურ მომსახურებასთან ან მსგავს ფინანსური მომსახურების მიმწოდებლებთან შედარებით.

3. წინამდებარე თავში არაფერი არ უნდა იქნეს განმარტებული ისე, რომ მოეთხოვოს მხარე მხარეს საჯარო უწყების მფლობელობაში არსებული ინდივიდუალური მომხმარებლის საქმეებთან და ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაციის ან ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაციის ან დაპატენტებული ინფორმაციის გამჟღავნებ