1. წინამდებარე დანართის მიზნებისათვის, „სამთავრობო უფლებამოსილების განხორციელებისას მიწოდებული მომსახურება“, როგორც ეს მითითებულია წინამდებარე შეთანხმების მე-8 თავში (მომსახურებით ვაჭრობა), გულისხმობს შემდეგს:
(a) ცენტრალური ბანკის, ფულად-საკრედიტო ორგანოს ან ნებისმიერი სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, სავალუტო ან ვალუტის გაცვლის კურსის პოლიტიკის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობა;
(b) საქმიანობა, რომელიც წარმოადგენს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი სოციალური უზრუნველყოფის ან სახელმწიფო საპენსიო პროგრამის სისტემის ნაწილს; ან
(c) საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მთავრობის სახელით, გარანტიით ან ფინანსური რესურსებით განხორციელებული სხვა საქმიანობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთი მხარე უშვებს 1(b) ან 1(c) პუნქტებში მითითებული საქმიანობის განხორციელებას მისი ფინანსური მომსახურების მიმწოდებლების მიერ საჯარო უწყებასთან ან ფინანსური მომსახურების მიმწოდებლებთან კონკურენციით.
2. მე-8 თავის (მომსახურებებით ვაჭრობა) 8.2 მუხლით (ტერმინთა განმარტებები) გათვალისწინებული ტერმინის - „სამთავრობო უფლებამოსილების განხორციელებისას მიწოდებული მომსახურება“ - განმარტება არ ვრცელდება ამ დანართით მოცულ მომსახურებაზე.
3. წინამდებარე დანართის მიზნებისათვის:
(a) ფინანსური მომსახურება არის ერთ-ერთი მხარის ფინანსური მომსახურების მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი ფინანსური სახის მომსახურება. ფინანსური მომსახურება მოიცავს ყველა სადაზღვევო და დაზღვევასთან დაკავშირებულ მომსახურებას, ასევე ყველა საბანკო და სხვა საფინანსო მომსახურებას (გარდა დაზღვევისა). ფინანსური მომსახურება შეიცავს შემდეგ მოქმედებებს:
დაზღვევა და დაზღვევასთან დაკავშირებული მომსახურება
(i) პირდაპირი დაზღვევა (მათ შორის, თანადაზღვევა):
(A) სიცოცხლის; და
(B) არა-საციცოცხლო;
(ii) გადაზღვევა და რეტროცესია;
(iii) სადაზღვევო შუამავლობა, როგორიცაა საბროკერო და სააგენტო მომსახურება;
(iv) დაზღვევის დამხმარე მომსახურება, როგორიცაა კონსულტაცია, აქტუარული, რისკების შეფასება, აქტუარული და საჩივრების მოგვარების მომსახურება;
საბანკო და სხვა საფინანსო მომსახურება (გარდა დაზღვევისა)
(v) საზოგადოებისგან დეპოზიტებისა და სხვა დაბრუნებადი სახსრების მიღება;
(vi) ყველა სახის სესხები, მათ შორის, სამომხმარებლო კრედიტი, იპოთეკური კრედიტი, კომერციული ტრანზაქციების ფაქტორინგი და დაფინანსება;
(vii) ფინანსური ლიზინგი;
(viii)ყველა გადახდისა და ფულის გადაგზავნის მომსახურებები, მათ შორის, საკრედიტო, საგადასახადო და სადებეტო ბარათები, სამოგზაურო ჩეკები და საბანკო ჩეკები;
(ix) გარანტიები და ვალდებულებები;
(x) ვაჭრობა საკუთარ ხარჯზე ან მომხმარებელთა ხარჯზე ბირჟაზე, ფასიანი ქაღალდების არასაბირჟო ბაზარზე შემდეგით:
(A) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებით (მათ შორის, ჩეკებით, ობლიგაციებით, სადეპოზიტო სერტიფიკატებით);
(B) უცხოური ვალუტით;
(C) დერივატული პროდუქტებით, მათ შორის და არა მხოლოდ, ფიუჩერსებითა და ოპციონებით;
(D) სავალუტო კურსის ან საპროცენტო განაკვეთის ინსტრუმენტებით, მათ შორის, ისეთი პროდუქტებით, როგორებიცაა სვოპები, შეთანხმებები მომავალი საპროცენტო განაკვეთის შესახებ;
(E) მიმოქცევაში არსებული ფასიანი ქაღალდებით; და
(F) სხვა სავაჭრო ინსტრუმენტებითა და ფინანსური აქტივებით, მათ შორის, ოქროს/ვერცხლის ზოდებით;
(xi) ყველა სახის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ საკითხებში მონაწილეობა, მათ შორის, აგენტის სტატუსით ანდერრაითინგი და ფასიანი ქაღალდების განთავსება (საჯაროდ ან კერძოდ) და ამ საკითხებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
(xii) ფულის ბაზარზე საბროკერო საქმიანობა;
(xiii) აქტივების მართვა, როგორიცაა ნაღდი ფულის ან პორტფელის მართვა, ყველა სახის კოლექტიური ინვესტიციის მართვა, საპენსიო ფონდის მართვა, კასტოდიანური, დეპოზიტარული და სატრასტო მომსახურება;
(xiv) ანგარიშსწორება და კლირინგის მომსახურება ფინანსური აქტივებზე, მათ შორის ფასიან ქაღალდებზე, დერივატულ პროდუქტებზე და სხვა შესაფერის ინსტრუმენტებზე.
(xv) სხვა ფინანსური მომსახურების მიმწოდებლების მიერ საფინანსო ინფორმაციის, ასევე საფინანსო მონაცემების დამუშავებისა და მასთან დაკავშირებული კომპიუტერული პროგრამის უზრუნველყოფა და გადაცემა; და
(xvi) საკონსულტაციო, საშუამავლო და სხვა დამხმარე საფინანსო მომსახურება მე-3(a)(v)-დან 3(a)(xv) პუნქტებში ჩამოთვლილ ყველა საქმიანობაზე, რომელიც მოიცავს საკრედიტო ინფორმაციასა და ანალიზს, ინვესტიციებისა და პორტფელის გამოკვლევას და კონსულტაციას, კონსულტაციებს შესყიდვასთან და კორპორატიულ რესტრუქტურიზაციასა და სტრატეგიასთან დაკავშირებით.
(b) ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი გულისხმობს ერთ-ერთი მხარის ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც სურს მიწოდება ან აწვდის ფინანსურ მომსახურებებს, მაგრამ არ მოიცავს საჯარო უწყებას; და
(c) საჯარო უწყება გულისხმობს:
(i) ერთერთი მხარის მთავრობას, ცენტრალური ბანკს ან ფულად-საკრედიტო ორგანოს, ან მხარის საკუთრებაში ან კონტროლს ქვეშ არსებული დაწესებულებას, რომელიც ძირითადად ეწევა სამთავრობო ფუნქციების განხორციელებას ან საქმიანობას სამთავრობო მიზნებისათვის, რაც არ მოიცავს უწყებას, რომელიც ეწევა ფინანსური მომსახურებების მიწოდებას კომერციული პირობებით; ან
(ii) კერძო კომპანია, რომელიც ასრულებს ისეთ ფუნქციებს, რომლებსაც როგორც წესი ასრულებს ცენტრალური ბანკი ან ფულად-საკრედიტო ორგანო, ხსენებული ფუნქციების განხორციელებისა