1. ერთ-ერთმა მხარემ შეიძლება აღიაროს მეორე მხარის ან არახელშემკვრელი მხარის პრუდენციული ზომები, იმის განსაზღვრისას, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშემკვრელი მხარის ზომები. ამგვარი აღიარება, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნეს ჰარმონიზაციის მეშვეობით ან სხვაგვარად, შეიძლება ეფუძნებოდეს მეორე მხარესთან ან დაინტერესებულ არახელშემკვრელ მხარესთან ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, ან შეიძლება შეთანხმებულ იქნეს დამოუკიდებლად.

2. მხარე, რომელიც არის პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ან შეთანხმების მხარე, მიუხედავად იმისა არსებულია თუ მომავალი, უნდა მისცეს ადეკვატური შესაძლებლობა მეორე მხარეს აწარმოოს მოლაპარაკებები ამგვარ ხელშეკრულებასთან, შეთანხმებასთან მიერთების მიზნით, ან მოილაპარაკოს ანალოგიური საკითხები მასთან, ისეთ პირობებში, სადაც იქნება ეკვივალენტური წესები, კონტროლი, ამ წესების იმპლემენტაცია და, მიზანშეწონილობის შემთხვევაში, ხელშეკრულების ან შეთანხმების მხარეთა შორის ინფორმაციის გაზიარების შესახებ პროცედურები.

3. როდესაც ერთ-ერთი მხარე დამოუკიდებლად ახდენს აღიარებას, მან უნდა მიანიჭოს ეკვივალენტური შესაძლებლობა მეორე მხარეს, რათა აჩვენოს, რომ მე-2 პუნქტში მითითებული გარემოებები არსებობ