1. მხარეები აღიარებენ, რომ გამჭვირვალე ღონისძიებები, რომლებიც არეგულირებს საფინანსო მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობას მნიშვნელოვანია მათი შესაძლებლობების ხელშეწყობისათვის, რათა მოიპოვონ დაშვება და იმუშაონ ერთმანეთის ბაზრებზე.

2. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ერთერთი მხარის მიერ მიღებული და დამტკიცებული საერთო გამოყენების წესები დროულად იქნეს გამოქვეყნებული ან საზოგადოებისთვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი.

3. თითოეულმა მხარემ უნდა მიიღოს მისთვის ხელმისაწვდომი გონივრული ზომები, რათა უზრუნველყოს მხარის თვითრეგულირებადი ორგანიზაციების[9] მიერ მიღებული და დამტკიცებული საერთო გამოყენების წესები დროულად იქნეს გამოქვეყნებული ან საზოგადოებისთვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი.

4. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს და შექმნას შესაბამისი მექანიზმები საერთო გამოყენების ზომებთან დაკავშირებით, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე დანართი, მეორე მხარის დაინტერესებული პირების[10] კითხვებზე პასუხის გაცემისათვის.

5. თითოეული მხარის მარეგულირებელმა ორგანოებმა ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა გახადონ თავიანთი მოთხოვნები, მათ შორის, ფინანსური მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით განაცხადების შესავსებად მოთხოვნილი ნებისმიერი დოკუმენტები.

6. თითოეული მხარის მარეგულირებელმა ორგანოებმა 180 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ ადმინისტრაციული გადაწყვეტილება მეორე მხარის ფინანსური მომსახურების მიმწოდებლის შევსებულ განაცხადზე, რომელიც დაინტერესებულია მიაწოდოს ფინანსური მომსახურება ამ მხარის ტერიტორიაზე და შეატყობინონ განმცხადებელს გადაწყვეტილების თაობაზე, შესაძლებლობის შემთხვევაში წერილობითი ფორმით, გაუმართლებელი შეფერხების გარეშე:

(a) განაცხადი არ მიიჩნევა დასრულებულად, სანამ არ დასრულდება ყველა შესაბამისი წარმოება და მარეგულირებელი ორგანოები არ ჩათვლიან, რომ მიღებულია ყველა საჭირო ინფორმაცია; და

(b) როდესაც შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება 180 დღეში, მარეგულირებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს განმცხადებელს და შემდეგ შეეცადოს მიიღოს გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში.

7. წარუმატებელი განმცხადებლის წერილობით მოთხოვნის შემთხვევაში, მარეგულირებელი ორგანო, რომელმაც უარყო განაცხადი, უნდა შეეცადოს მიაწოდოს განმცხადებელს ინფორმაცია წერილობითი ფორმით უარის თქმის მიზეზების თაობაზ