1. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ მის ტერიტორიაზე მონოპოლისტი მომსახურების მიმწოდებლები, მონოპოლიური მომსახურების მიწოდებაში შესაბამის ბაზარზე, არ მოქმედებდნენ დანართში 8-E და დანართში 8-F გათვალისწინებული მხარის ვალდებულებების შეუსაბამოდ.

2. თუ მხარის მონოპოლისტი მიმწოდებელი კონკურენციაში შედის, პირდაპირ ან აფილირებული კომპანიის მეშვეობით, მომსახურების მიწოდებაში მისი მონოპოლიზირებული უფლების ფარგლებს მიღმა და რომელიც წარმოადგენს მხარის სპეციფიკური ვალდებულების საგანს მისი დანართით 8-E და დანართით 8-F განსაზღვრული ცხრილის შესაბამისად, მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ამგვარი მომწოდებელი ბოროტად არ გამოიყენებს მის მონოპოლიურ მდგომარეობას, რომ იმოქმედოს მის ტერიტორიაზე ამგვარი ვალდებულებების შეუსაბამოდ.

3. თუ მხარეს აქვს საფუძველი მიაჩნდეს, რომ მეორე მხარის მონოპოლისტი მომსახურების მიმწოდებელი მოქმედებს პირველ ან მეორე პუნქტებთან შეუსაბამოდ, იმ მხარემ შეიძლება მოთხოვოს მეორე მხარეს, რომელიც აფუძნებს ან უფლებამოსილებას ანიჭებს ამ მიმწოდებელს, წარმოადგინოს კონკრეტული ინფორმაცია შესაბამისი ოპერაციების შესახებ.

4. თუ ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ, მხარე გასცემს მონოპოლიის უფლებას იმ მომსახურების მიწოდებაზე, რომელზეც ვრცელდება დანართში 8-E და დანართში 8-F მოცემული ცხრილით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები, შესაბამისი მხარე აცნობებს მეორე მხარეს გათვალისწინებული მონოპოლიის უფლების გაცემამდე სულ მცირე სამი თვით ადრე და 8.16 მუხლის 1(b) და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით.

5. ეს მუხლი ასევე ვრცელდება ექსკლუზიური მომსახურების მიმწოდებლებზე, თუ მხარე ფორმალურად ან ფაქტობრივად,(a) ანიჭებს უფლებამოსილებას ან ქმნის მომსახურების მიმწოდებლების მცირე რაოდენობას; და

(b) არსებითად ხელს უშლის ამ მიმწოდებლებს შორის კონკურენციას მის ტერიტორიაზ