თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მის სივრცეში მონოპოლისტი  მომსახურების მიმწოდებლები, შესაბამის ბაზარზე მონოპოლიური მომსახურების მიწოდებისას, არ მოქმედებდნენ მე-6 მუხლის (უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი) და დანართში 8-1 (სპეციფიკური ვალდებულების ცხრილები) გათვალისწინებული მხარის ვალდებულებების შეუსაბამოდ.

თუ მხარის მონოპოლისტი მიმწოდებელი, პირდაპირ ან აფილირებული კომპანიის მეშვეობით, კონკურენციაში შედის მისი მონოპოლიზირებული უფლების ფარგლებს მიღმა მომსახურების მიწოდებაში და რომელიც წარმოადგენს მხარის სპეციფიკური ვალდებულების საგანს დანართი 8-1-ში (სპეციფიკური ვალდებულების ცხრილები)  განსაზღვრული ცხრილის შესაბამისად, მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ამგვარი მომწოდებელი ბოროტად არ გამოიყენებს მის მონოპოლიურ მდგომარეობას, რომ იმოქმედოს მის სივრცეში ამგვარი ვალდებულებების შეუსაბამოდ.

თუ მხარეს აქვს საფუძველი მიაჩნდეს, რომ მეორე მხარის მონოპოლისტი მომსახურების მიმწოდებელი მოქმედებს პირველ ან მეორე პუნქტთან შეუსაბამოდ, ამ მხარემ შეიძლება მოსთხოვოს მეორე მხარეს, რომელიც აფუძნებს ან უფლებამოსილებას ანიჭებს ამ მიმწოდებელს, წარმოადგინოს კონკრეტული ინფორმაცია შესაბამისი ოპერაციების შესახებ.

თუ ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ, მხარე გასცემს მონოპოლიის უფლებას იმ მომსახურების მიწოდებაზე, რომელზეც ვრცელდება დანართში 8-1 (სპეციფიკური ვალდებულების ცხრილები) მოცემული ცხრილით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები, შესაბამისი მხარე აცნობებს მეორე მხარეს  გათვალისწინებული მონოპოლიის უფლების გაცემამდე სულ მცირე სამი თვით ადრე, მე-17 მუხლის (ცხრილების ცვლილება) 1(b) და ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის გათვალისწინებით.

წინამდებარე მუხლი ასევე ვრცელდება ექსკლუზიური მომსახურების მიმწოდებლებზე, თუ მხარე ფორმალურად ან ფაქტობრივად:

ანიჭებს უფლებამოსილებას ან ქმნის მომსახურების მიმწოდებლების მცირე რაოდენობას; და

არსებითად ხელს უშლის ამ მიმწოდებლებს შორის კონკურენციას მის სივრცეშ