ამ კანონის მე-7 მუხლის „ა.ა“–„ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.გ“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით, მე-9–მე-11 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელება განეკუთვნება სააგენტოს ექსკლუზიურ კომპეტენციას. დაუშვებელია ანალოგიური ამოცანებისა და უფლებამოსილებების მქონე სხვა სახელმწიფო ორგანოს შექმნა და ფუნქციონირება საქართველოს ტერიტორიაზე.

თავი III

ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებათა განხორციელება. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მონაცემთა ცენტრალურ ბანკში შენახვა და გაცე