1. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაცემად სააგენტო ქმნის მონაცემთა ცენტრალურ ბანკს.
2. მონაცემთა ცენტრალური ბანკის შესაქმნელად სააგენტო უფლებამოსილია:
ა) ჰქონდეს დისტანციური წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზებზე და განახორციელოს მათი კოპირება და შენახვა;
ბ) ნორმატიული აქტით განსაზღვროს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა;
გ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას მოსთხოვოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების იმ ვადით შენახვა, რომელიც აუცილებელია მათი კოპირების ტექნიკური პროცესის განხორციელებისთვი