1.
ამ თავში მოცემული დებულებები არ ზღუდავს მხარეებს, რომ შექმნან ან შეინარჩუნონ სახელმწიფო მონოპოლიები, სახელმწიფო საწარმოები ან მიანიჭონ საწარმოს სპეციალური ან ექსკლუზიური უფლებები თავიანთი კანონმდებლობის შესაბამისად.

2.
კომერციულ სახელმწიფო მონოპოლიებთან, სახელმწიფო საწარმოებთან და სპეციალური ან ექსკლუზიური უფლებების მქონე საწარმოებთან მიმართებაში თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ასეთ საწარმოებზე 196-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კონკურენციის კანონების გავრცელება ისე, რომ კანონების აღსრულებამ ხელი არ შეუშალოს, კანონით ან ფაქტობრივად, ამ საწარმოების მიერ მათთვის დაკისრებული ცალკეული საზოგადოებრივი მნიშვნელობის ამოცანის შესრულება