GATS-ის დანართი მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური პირების გადაადგილებაზე, დანართი ფინანსურ მომსახურებაზე და ტელეკომუნიკაციების შესახებ დანართი ინკორპორირებულია ამ თავში და წარმოადგენს მის ნაწილს, mutatis mutandis.

ეს თავი მოიცავს დანართებს, თავისი შინაარსით, რომლებიც წარმოადგენენ ამ თავის განუყოფელ და ამ თავის შესაბამისად შეთანხმებულ ყველა მომავალ იურიდიულ ინსტრუმენტს.

თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ეს თავი ან მის შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი ქმედება არ ახდენს გავლენას ან არ აბათილებს მხარის უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელიც მას გააჩნია არსებული შეთანხმებებით, რომელთა მხარესაც ის წარმოადგენ