ერთ-ერთ მხარეს (ამ მუხლში მითითებულია, როგორც „შემცვლელი მხარე“) შეუძლია შეცვალოს ან ამოიღოს ნებისმიერი ვალდებულება მისი ცხრილიდან დანართში 8-1 (სპეციფიკური ვალდებულების ცხრილები), ნებისმიერ დროს, ვალდებულების ძალაში შესვლიდან 3 წლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ:

იგი აცნობებს მეორე მხარეს (ამ მუხლში მითითებულია, როგორც „ზემოქმედების ქვეშ მხარე“) მისი განზრახვის შესახებ, რომ შეცვალოს ან გააუქმოს ვალდებულება, სულ მცირე სამი თვით ადრე ამგვარი ცვლილების ან გაუქმების განხორციელებისთვის განსაზღვრულ დღემდე; და

მოდიფიკაციის შესახებ მხარის მიერ შეტყობინებისას, მხარეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები და შეეცადონ შეთანხმების მიღწევას შესაფერის საკომპენსაციო ზომებზე.

საკომპენსაციო ზომების მიღწევისას, მხარეები ისწრაფვიან შეინარჩუნონ ორმხრივად სასარგებლო ვალდებულებების ის დონე, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია ვაჭრობისთვის, ვიდრე ამ მოლაპარაკებამდე იყო განსაზღვრული ცხრილებით.

თუ შემცვლელ და ზემოქმედების ქვეშ მხარეს შორის სამი თვის განმავლობაში, 1(b) პუნქტის შესაბამისად ვერ მოხდა შეთანხმების მიღწევა, ზემოქმედების ქვეშ მხარეს შეუძლია ამ საკითხზე, მე-16 თავში (დავების გადაწყვეტა) განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად მიმართოს საარბიტრაჟო სასამართლოს, ან თუ შეთანხმებულია მხარეთა შორის, მიმართოს ალტერნატიულ საარბიტრაჟო პროცედურას.

შემცვლელ მხარეს არ შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს მისი ვალდებულება, სანამ არ განსაზღვრავს საკომპენსაციო ზომებს მე-3 პუნქტის მიხედვით საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

თუ შემცვლელი მხარე განახორციელებს მის მიერ შეთავაზებულ ცვლილებას ან გაუქმებას და არ იქნება შესაბამისობაში საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, ზემოქმედების ქვეშ მხარეს შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს არსებითად ეკვივალენტური სარგებელი სააარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისა