1. აეროდრომზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემების შეკრება და შენახვა, რისი საშუალებითაც შეიძლება:
ა) შედგეს აეროდრომის კლიმატოლოგიური ცხრილები;
ბ) საავიაციო მომხმარებელს წარედგინოს გარკვეული პერიოდის კლიმატოლოგიური ცხრილები, სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და ამ მომხმარებელს შორის შეთანხმების საფუძველზე.
2. აეროდრომის კლიმატოლოგიურ ცხრილში მითითებული უნდა იყოს:
ა) საშუალო მნიშვნელობები და მათგან გადახრები, მათ შორის მეტეოროლოგიური ელემენტების მაქსიმალური და მინიმალური სიდიდეები (მაგალითად, ჰაერის ტემპერატურა); და/ან
ბ) მიმდინარე ამინდის მოვლენების განმეორადობის სიხშირე, რომლებიც გავლენას ახდენენ ფრენების შესრულებაზე აეროდრომის რაიონში (მაგალითად, ჭექა-ქუხილი); და/ან
გ) ერთი ელემენტის განვითარების სიხშირე ან ორი და მეტი ელემენტის გარკვეული მნიშვნელობების ერთდროულად განვითარების სიხშირე (მაგალითად, შეზღუდული ხილვადობისა და დაბალი ღრუბლების). აეროდრომის კლიმატოლოგიურ ცხრილებში ჩართული უნდა იქნეს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია აეროდრომის კლიმატოლოგიური ცნობების მოსამზადებლად VIII თავის 38-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად