1. აეროდრომის კლიმატოლოგიური ცნობები უნდა შეიცავდეს:
ა) ხილვადობის, ადზ-ზე ხილვადობის მანძილისა და/ან მნიშვნელოვანი (BKN) ან მთლიანი (OVC) ღრუბლების ყველაზე დაბალი ფენის ქვედა საზღვრის სიმაღლის მნიშვნელობების განმეორადობებს დროის განსაზღვრულ მომენტებში;
ბ) ხილვადობის მნიშვნელობების განმეორადობას დადგენილ სიდიდეებზე დაბლა დროის განსაზღვრულ მომენტებში;
გ) მნიშვნელოვანი (BKN) ან მთლიანი (OVC) ღრუბლების ყველაზე დაბალი ფენის ქვედა საზღვრის სიმაღლის მნიშვნელობების განმეორადობას დადგენილ სიდიდეებზე დაბლა დროის განსაზღვრულ მომენტებში;
დ) ქარის მიმართულებისა და სიჩქარის განმეორადობებს დადგენილი დიაპაზონების ფარგლებში;
ე) მიწისპირა ფენაში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელობების განმეორადობას 5°C-ის დიაპაზონში დროის განსაზღვრულ მომენტებში;
ვ) საშუალო მნიშვნელობებსა და მათგან გადახრებს, მეტეოროლოგიური ელემენტების მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობების ჩათვლით, რომლებიც აუცილებელია საექსპლუატაციო დაგეგმვისათვის, მათ შორის ასაფრენი მახასიათებლების გამოსათვლელად