1. ადგილობრივი სპეციალური ცნობების გამოცემისათვის კრიტერიუმები შეიცავს შემდეგს:
ა) სიდიდეებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამებიან იმ ექსპლუატანტების საექსპლუატაციო მინიმუმებს, რომლებიც სარგებლობენ მოცემული აეროდრომით;
ბ) სიდიდეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ სმმ-ის ორგანოებისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების სხვა ადგილობრივ მოთხოვნებს;
გ) ჰაერის ტემპერატურის მომატებას 20C-ით და მეტით ბოლო შეტყობინებაში მითითებულთან შედარებით ან ალტერნატიულ ზღვრულ მნიშვნელობას, რომელიც შეთანხმებულია აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ სმმ-ის შესაბამის ორგანოსთან და დაინტერესებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებთან;
დ) დამატებით ინფორმაციას, რომელიც ეხება დასაფრენად შემოსვლისა და სიმაღლის აკრეფის ზონებში განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების წარმოქმნას, რომლებიც აღნიშნულია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-3 დანართის (“საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) დამატება 3-ის A3–1 ცხრილში;
ე) სიდიდეებს, რომლებიც წარმოადგენს კრიტერიუმებს შეტყობინებების SPECI შედგენისათვის.
2. შეტყობინება SPECI გამოიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებული ცვლილებები პასუხობენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) მიწისპირა ქარის საშუალო მიმართულება შეიცვალა 600 -ით ან მეტით იმ მიმართულებასთან შედარებით, რომელიც მითითებული იყო ბოლო შეტყობინებაში, ამასთან ერთად საშუალო სიჩქარე ცვლილებამდე და მის შემდეგ შეადგენს 5მ/წმ(10 კვანძი) ან მეტს;
ბ) მიწისპირა ქარის სიჩქარე შეიცვალა 5მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით იმ სიჩქარესთან შედარებით, რომელიც მითითებული იყო ბოლო შეტყობინებაში;
გ) მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარიდან გადახრის (დაქროლვა) სიდიდე გაიზარდა 5მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით იმ სიდიდესთან შედარებით, რომელიც მითითებული იყო ბოლო შეტყობინებაში, ამასთან ერთად საშუალო სიჩქარე ცვლილებამდე და მის შემდეგ შეადგენს 7.5მ/წმ-ს (15 კვანძი) ან მეტს;
დ) ქარის ცვლილებები აჭარბებს საექსპლუატაციო თვალსაზრისით საყურადღებო მნიშვნელობებს; ზღვრული სიდიდეები უნდა დადგინდეს სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ საჰაერო მოძრაობის მართვის შესაბამის სრულუფლებიან ორგანოსთან და დაინტერესებულ ექსპლუატანტებთან კონსულტაციით, ქარის ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც;
დ.ა) გამოიწვევს მოქმედი ადზ-ის შეცვლას;
დ.ბ) მოწმობს იმას, რომ გვერდითი და ზურგქარის მდგენელების ცვლილებამ ადზ-ზე გადააჭარბეს მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს ძირითად საექსპლუატაციო ზღვარს ტიპური საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს ამ აეროდრომზე.
ე) ხილვადობა უმჯობესდება და აღწევს ან აჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს ან ხილვადობა უარესდება და ხდება ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე ნაკლები:
ე.ა) 800, 1500 ან 3000 მეტრი;
ე.ბ) 5000მ-იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენის წესებით.
შენიშვნა: ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში ხილვადობა შეესაბამება მნიშვნელობას (მნიშვნელობებს), გადმოცემულს 79-ე მუხლის მე-3 მე-4 პუნქტით; შეტყობინებებში SPECI ხილვადობადობა შეესაბამება მნიშვნელობას (მნიშვნელობებს), გადმოცემულს 79-ე მუხლის მე-5 პუნქტით;
ვ) ხილვადობის მანძილი ადზ-ზე უმჯობესდება და აღწევს ან აჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს, ხილვადობის მანძილი ადზ-ზე უარესდება და ხდება ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე ნაკლები: 150, 350,600 ან 800 მ;
ზ) ნებისმიერი შემდეგი ამინდის მოვლენების ან მათი ერთობლიობის დაწყების ან ინტენსივობის ცვლილების შემთხვევაში:
ზ.ა) ყინულოვანი ნალექები;
ზ.ბ) ყინულოვანი ნისლი;
ზ.გ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (თქეშის ჩათვლით);
ზ.დ) მტვრის, ქვიშის ან თოვლის ქარახვეტი;
ზ.ე) მტვრის მიწისპირა ქარბუქი, ქვიშის მიწისპირა ქარბუქი ან საერთო ქარბუქი;
ზ.ვ) მტვრიანი ქარიშხალი;
ზ.ზ) ჭექა-ქუხილი(ნალექით ან უნალექოდ);
ზ.თ) ქარტეხილი;
ზ.ი) ძაბრისმაგვარი ღრუბელი.
თ) BKN ან OVC ღრუბლების ქვედა ფენის საზღვრის სიმაღლე იზრდება და აღწევს ან აჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს ან BKN ან OVC ღრუბლების ქვედა ფენის ქვედა საზღვრის სიმაღლე მცირდება და ხდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებზე:
თ.ა) 30,60,150 ან 300მ (100,200,500 ან 1000 ფუტი);
თ.ბ) 450მ (1500 ფუტი) – იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენების წესით;
ი) 450 მეტრზე (1500 ფუტი) დაბალ ფენაში ღრუბლების რაოდენობა იცვლება:
ი.ა) SKC, FEW ან SCT-დან BKN ან OVC-მდე; ან
ი.ბ) BKN ან OVC-დან SKC, FEW ან SCT-მდე;
კ) ცა იბინდება და ვერტიკალური ხილვადობა უმჯობესდება, აღწევს ან აჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს ან ვერტიკალური ხილვადობა უარესდება და ხდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებზე: 30,60,150 ან 300მ (100,200,500 ან 1000 ფუტი);
3. იმ შემთხვევებში, როდესაც ამინდის ერთი ელემენტის გაუარესებისას ერთდროულად დაიკვირვება მეორეს გაუმჯობესება, მაშინ გამოიშვება ერთიანი სპეციალური შეტყობინება SPECI, რომელიც ითვლება შეტყობინებად ამინდის გაუარესების შესახე