1. აეროდრომზე გამოყენებული მეტეოროლოგიური ხელსაწყოები უნდა განლაგდეს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მონაცემების მიღება, რომლებიც დამახასიათებელია იმ რაიონისათვის, სადაც საჭიროა გაზომვების ჩატარება.
2. მეტეოროლოგიური ხელსაწყოები საავიაციო მეტეოროლოგიურ სადგურებზე უნდა განლაგდეს, ექსპლუატირებულ და მომსახურებურებულ იქნეს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მოთხოვნების, პრაქტიკის და პროცედურების შესაბამისად.
3. დამკვირვებლები შეძლებისდაგვარად უნდა განთავსდნენ აეროდრომზე იმ გათვლით, რომ მათ მიერ მიწოდებული მონაცემები დამახასიათებელი უნდა იყოს იმ რაიონისათვის, სადაც აუცილებელია ჩატარდეს დაკვირვება.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც ავტომატური აღჭურვილობა შედის დაკვირვების კომპლექსური ნახევრადავტომატური სისტემის შემადგენლობაში, მონაცემები რომელთა გამოსახულება გადაეცემა სმმ-ის ადგილობრივ ორგანოებს, უნდა შეადგენდეს იმ მონაცემთა შემადგენელ ნაწილს, რომელიც გააჩნია ადგილობრივი მეტეოროლოგიურ სამსახურს და უნდა აისახებოდეს მასთან პარალერულად. ყოველ მეტეოროლოგიურ ელემენტს ასახვისას თან უნდა უნდა სდევდეს იმ პუნქტის აღნიშვნა, რომლისთვისაც ეს ელემენტი დამახასიათებელი