1. შეტყობინება METAR და SPECI ეგზავნებათ მონაცემთა საერთაშორისო ბანკებს OPMET და ცენტრებს, რომლებიც რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნულნი არიან მონაცემთა დაგზავნის თანამგზავრული სისტემის საექსპლუატაციოდ ფიქსირებული საავიაციო სამსახურის ფარგლებში.
2. შეტყობინება METAR და SPECI ვრცელდება აეროდრომის ფარგლებს გარეთ სხვა აეროდრომებზე რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად.
3. შეტყობინება SPECI ამინდის პირობების გაუარესების შემთხვევაში ვრცელდება დაკვირვების შემდეგ დაუყოვნებლივ. შეტყობინება SPECI, ერთი ელემენტის გაუარესების და ერთდროულად მეორის გაუმჯობესების შესახებ, ვრცელდება დაკვირვების შემდეგ დაუყოვნებლივ.
4. შეტყობინება SPECI ამინდის პირობების გაუმჯობესების შემდეგ, ვრცელდება მხოლოდ გაუმჯობესების 10 წუთის შენარჩუნების შემთხვევაში. ასეთი შეტყობინების აუცილებლობის შემთხვევაში, მის გავრცელებამდე შეტანილი უნდა იქნეს კორექტივები იმისათვის, რომ აისახოს ამინდის პირობები, რომლებიც ჭარბობდნენ 10-წუთიანი პერიოდის დასასრულ