1. ხილვადობის მანძილი ადზ-ზე უნდა შეფასდეს ადზ-დან დაახლოებით 2,5მეტრ (7,5 ფუტ) სიმაღლეზე.

2. ხილვადობის მანძილი ადზ-ზე უნდა შეფასდეს ადზ-ის ღერძიდან, გვერდითი დაშორებით, არაუმეტეს 120 მეტრისა. იმისათვის, რომ დაკვირვების ადგილი მისაღები იყოს დაფრენის ზონისათვის, ის უნდა განლაგდეს დაახლოებით 300 მეტრში ადზ-ის ზღურბლიდან. იმისათვის, რომ დაკვირვების ადგილი მისაღები იყოს ადზ-ის შუა წერტილებისა და ბოლოსათვის, ისინი უნდა განლაგდნენ ადზ-ის ზღურბლიდან 1000-1500 მეტრზე და 300 მეტრზე ადზ-ის მეორე ბოლოდან. ზუსტი ადგილმდებარეობა, ასევე საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ადგილები დაკვირვებისათვის, უნდა განისაზღვროს ისეთი საავიაციო, მეტეოროლოგიური და კლიმატოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ადზ-ის სიგრძე, აგრეთვე, ჭაობების არსებობა, სადაც მოსალოდნელია ნისლი.

3. ადზ-ზე ხილვადობის მანძილის შესაფასებლად, რომლებიც განკუთვნილია ხელსაწყოებით დასაფრენად შემოსვლისა და დაფრენისათვის II და III კატეგორიებით, გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, დაფუძნებული ტრანსმისომეტრებზე და პირდაპირი გაფანტვის საზომებზე.

4. ადზ-ზე ხილვადობის მანძილის შესაფასებლად, რომლებიც განკუთვნილია ხელსაწყოებით დასაფრენად შემოსვლისა და დაფრენისათვის I კატეგორიით, გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, დაფუძნებული ტრანსმისომეტრებზე და პირდაპირი გაფანტვის საზომებზე.

5. იმ შემთხვევებში, როდესაც ხილვადობის მანძილი ადზ-ზე განისაზღვრება ინსტრუმენტული სისტემებით, ერთი მონიტორი (თუ აუცილებელია, რამდენიმე) განთავსდება მეტეოროლოგიურ სადგურზე, ხოლო დანარჩენი მონიტორები – სმმ-ის შესაბამისი ორგანოების განლაგების ადგილებში. მეტეოროლოგიურ სადგურსა და სმმ-ის ორგანოებში დაყენებული მონიტორები მიერთებული უნდა იყოს ერთსა და იმავე საზომ ხელსაწყოებთან.

6. იმ შემთხვევებში, როდესაც ადზ-ზე ხილვადობის მანძილის შეფასებისთვის გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, მათი მონაცემები უნდა განახლდეს ყოველ 60 წამში ერთხელ მაინც, იმისათვის, რომ მიწოდებულ იქნეს მიმდინარე მისაღები მნიშვნელობები. გასაშუალოების პერიოდი უნდა შეადგენდეს:

ა) 1-წუთიან პერიოდის ადგილობრივ და სპეციალურ შეტყობინებებში, აგრეთვე იმ მონიტორებზე, რომლებიც განლაგებულია სმმ-ის ორგანოებში;

ბ) 10-წუთიან პერიოდის შეტყობინება METAR-ში და SPECI-ში, თუკი ამ 10-წუთიან პერიოდში ადგილი აქვს ადზ-ზე ხილვადობის მანძილის მნიშვნელობის შესამჩნევ არასტაბილურობას, საშუალო მნიშვნელობის განსაზღვრისას, გამოიყენება მხოლოდ ამ არასტაბილური პერიოდის მონაცემები. შესამჩნევ არასტაბილურობას ადგილი აქვს, როდესაც 2 წუთის განმავლობაში დაიკვირვება ადზ-ზე ხილვადობის მანძილის ცვლილება.

7. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში ხილვადობის მანძილი ადზ-ზე გადაიცემა 25მ სიზუსტით, თუ ხილვადობა 400 მეტრზე ნაკლებია, როდესაც ხილვადობა 400 დან 800 მ-მდეა – 50 მ სიზუსტით და როდესაც ხილვადობის მანძილი ადზ-ზე 800 მეტრზე მეტია – 100მ სიზუსტით. ნებისმიერი დაკვირვებადი მნიშვნელობა, რომელიც არ ჯდება გადაცემისათვის გამოყენებელ მონაცემთა სკალაში, მრგვალდება სიმცირისკენ ამ სკალის უახლოეს წილადამდე.

8. ადზ-ზე ხილვადობის მანძილის ქვედა ზღვრად ითვლება 50 მეტრი, ხოლო ზედა ზღვრად – 2000 მ. როდესაც ხილვადობა მეტია ან ნაკლებია აღნიშნულ ზღვრულ მნიშვნელობებზე, ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში მიეთითება მხოლოდ ის, რომ ხილვადობის მანძილი ადზ-ზე ნაკლებია 50მ-ზე ან მეტია 2000 მეტრზე.

9. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში:

ა) იმ შემთხვევებში, როდესაც ხილვადობის მანძილი ადზე-ზე მეტია გამოყენებადი სისტემის გაზომილ ზედა ზღვრულ მნიშვნელობაზე, ის მიეთითება შემოკლება “ABV“-ის მეშვეობით ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში და შემოკლება “P“-ს მეშვეობით შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში, რომელსაც მოსდევს ის მაქსიმალური მნიშვნელობა, რომელიც განისაზღვრება აღნიშნული სისტემით;

ბ) იმ შემთხვევებში, როდესაც ხილვადობის მანძილი ადზე-ზე ნაკლებია გამოყენებადი სისტემის გაზომილ ქვედა ზღვრულ მნიშვნელობაზე, ის მიეთითება შემოკლება “BLW“-ის მეშვეობით ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში და შემოკლება “M“-ს მეშვეობით შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში, რომელსაც მოსდევს ის მინიმალური მნიშვნელობა, რომელიც განისაზღვრება აღნიშნული სისტემით.

10. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში:

ა) მიეთითება მისი საზომი ერთეული

ბ) თუ ადზე-ზე ხილვადობის მანძილზე დაკვირვება წარმოებს ადზ-ის ერთი მონაკვეთიდან ანუ მხოლოდ დაფრენის ზონისათვის, დაკვირვების მონაცემები გადაიცემა დაკვირვების ადგილის მიუთითებლად;

გ) თუ ადზ-ზე ხილვადობის მანძილზე დაკვირვება წარმოებს ადზ-ის გასწვრივ რამდენიმე ადგილიდან, თავიდან მიეთითება შეხების ზონისათვის მისაღები მნიშვნელობა, ხოლო შემდეგ, მისაღები მნიშვნელობები ადზ-ის შუა წერტილისა და ბოლოსათვის, ამასთან უნდა მიეთითოს ის ადგილები, რომელთათვის აღნიშნული მნიშვნელობებია დამახასიათებელი;

დ) თუ გამოიყენება რამდენიმე ადზ და ადზე ხილვადობის მანძილზე დაკვირვება წარმოებს უშუალოდ ამ ადზ-ებიდან, გადაიცემა ყველა ადზ-ისათვის ხილვადობის სიდიდე და მიეთითება ის ადზ-ები, რომელთაც ეკუთვნით ეს მნიშვნელობები.

11. იმ შემთხვევებში, როდესაც ადზ-ზე ხილვადობის მანძილის შეფასებისთვის გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში ჩართული უნდა იქნეს ინფორმაცია ადზ-ზე ხილვადობის მანძილის ცლილებების შესახებ 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას, შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში დაიკვირვება მკაფიო ტენდენცია ადზ-ზე ხილვადობის მანძილის მნიშვნელობის ცვლილებისა იმგვარად, რომ პირველი 5 წუთის განმავლობაში საშუალო მნიშვნელობა განსხვავდება 100 მ-ით და მეტით საშუალო მნიშვნელობისაგან მეორე 5 წუთის განმავლობაში, მაშინ ასეთი ცვლილება უნდა მიეთითოს. ისეთ შემთხვევებში, როდესაც ადზ-ზე დაიკვირვება ხილვადობის მანძილის ცვლილებების ტენდენცია ზრდისკენ ან დაკლებისკენ, მაშინ გამოყენებული უნდა იქნეს შემოკლება “U“ და “D“ შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივი რყევები არ ადასტურებენ მკაფიოდ გამოხატული ტენდენციის არსებობას, შეტყობინებებში გამოყენებულ უნდა იქნეს შემოკლება “N“. როდესაც არ არის ინფორმაცია ტენდენციის არსებობის შესახებ, მაშინ არც ერთი ზემოხსენებული შემოკლება შეტყობინებაში ჩართულ არ უნდა იქნეს;

ბ) თუ ადზ-ზე ხილვადობის მანძილის მნიშვნელობა 1 წუთში, 10-წუთიანი პერიოდის მონაკვეთში, საშუალო მნიშვნელობისაგან განსხვავდება 50 მ-ზე მეტით ან 20%-ზე მეტით საშუალო მნიშვნელობისაგან, იმისდა მიხედვით, თუ რომელი სიდიდეა მეტი, მაშინ საშუალო მნიშვნელობის მაგივრად, 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში, უნდა მიეთითოს საშუალო მინიმალური და საშუალო მაქსიმალური მნიშვნელობა 1 წუთის განმავლობაში. თუ 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას, აღინიშნება შესამჩნევი არასტაბილურობა ხილვადობის მანძილის მნიშვნელობისა, ადზ-ზე ცვლილების განსაზღვრისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ის მნიშვნელობები, რომლებიც მიღებულია არასტაბილური პერიოდის შემდეგ.

შენიშვნა: შესამჩნევ არასტაბილურობას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც არანაკლებ 2 წუთის განმავლობაში დაიკვირვება მკვეთრი და მდგრადი ცვლილება ადზე ხილვადობის მანძილისა, რომლის დროსაც იგი აღწევს ან აჭარბებს 75-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ კრიტერიუმებს სპეციალური შეტყობინება SPECI-ს გამოცემისათვი