1. იმ შემთხვევებში, როდესაც ხილვადობის საზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, ხილვადობა უნდა გაიზომოს ადზ-დან დაახლოებით 2.5 მეტრ (7,5 ფუტ) სიმაღლეზე. იმ შემთხვევებში, როდესაც ხილვადობის საზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, ხილვადობაზე დაკვირვების სიზუსტეს უნდა უზრუნველყოფდეს იმ ხელსაწყოების გამოყენება, რომლებიც განლაგებულია შესაბამისი წესით. ხილვადობის ხელსაწყოები ადგილობრივი რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებისათვის უნდა განლაგდეს ისე, რომ მიღებულ იქნეს შედარებით ზუსტი მონაცემები ადზ-ის გასწვრივ და მოფრენის ზონაში.

2. იმ შემთხვევებში, როდესაც ხილვადობის საზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, მონიტორები, რომლებზეც აისახება ხილვადობის მონაცემები და რომლებიც დაკავშირებულია შესაბამის ხელსაწყოსთან, განლაგდება მეტეოროლოგიურ სადგურზე, სმმ-ის ორგანოებში განლაგებული მონიტორების ანალოგიურად. მეტეოროლოგიურ და სმმ-ის ორგანოებში განლაგებული მონიტორები მიერთებული უნდა იყოს ერთსა და იმავე ხელსაწყოსთან.

3. იმ შემთხვევებში, როდესაც ხილვადობის საზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, მათი მონაცემები უნდა განახლდეს ყოველ 60 წამში ერთხელ მაინც, იმისათვის, რომ მიწოდებულ იქნეს მიმდინარე არსებული მნიშვნელობები. გასაშუალოების პერიოდი უნდა შეადგენდეს:

ა) 1 წუთს ადგილობრივი რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებისა და იმ მონიტორებისათვის, რომლებზეც აისახება ხილვადობის მონაცემები სმმ-ის ორაგნოებში; და

ბ) 10 წუთს შეტყობინება METAR-ისა და SPECI-სათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას, ადგილი აქვს ხილვადობის შესამჩნევ არასტაბილურობას; ამ შემთხვევაში საშუალო მნიშვნელობის მისაღებად გამოიყენება მხოლოდ ის მნიშვნელობები, რომლებიც დაფიქსირდა ამ არასტაბილურობის პერიოდის შემდეგ.

4. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში ხილვადობა გადაიცემა 50მ სიზუსტით, თუ ხილვადობა 800 მეტრზე ნაკლებია. როდესაც ხილვადობა 800 მეტრი ან მეტია, მაგრამ 5 კმ-ზე ნაკლები, ის გადაიცემა 100 მეტრის სიზუსტით; ხილვადობისას 5კმ და მეტი, მაგრამ ნაკლები 10 კმ-ისა, ის გადაიცემა 1კმ სიზუსტით; ხილვადობისას 10კმ და მეტი, ის გადაიცემა, როგორც 10კმ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები იძლევა CAVOK-ის გამოყენების საშუალებას. ნებისმიერი დაკვირვებადი მნიშვნელობა, რომელიც არ ჯდება გადაცემისათვის გამოყენებულ მონაცემთა სკალაში, მრგვალდება სიმცირისკენ ამ სკალის უახლოეს წილადამდე.

5. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში ადზ-ის გასწვრის ხილვადობის სიდიდე მიეთითება მის საზომ ერთეულთან ერთად.

6. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში, როდესაც ხილვადობის გასაზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები:

ა) თუ ხილვადობაზე დაკვირვება წარმოებს ადზ-ის გასწვრივ რამდენიმე ადგილიდან, როგორც ეს მითითებულია მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში, თავიდან მიეთითება შეხების ზონის მნიშვნელობა, ხოლო შემდეგ, რამდენადაც ეს აუცილებელია – მნიშვნელობები ადზ-ის შუა წერტილისა და ბოლოსათვის. ამასთან, უნდა მიეთითოს ის ადგილები, რომელთათვის აღნიშნული მნიშვნელობებია მისაღები;

ბ) თუ გამოიყენება რამდენიმე ადზ და ხილვადობაზე დაკვირვება წარმოებს უშუალოდ ამ ადზ-ებიდან, გადაიცემა ყველა ადზ-ისათვის ხილვადობის სიდიდე და მიეთითება ადზ-ები, რომელთაც ეკუთვნით ეს მნიშვნელობები;

7. შეტყობინებებში METAR და SPECI უნდა მიეთითოს უმეტესი ხილვადობა, როგორც ეს განსაზღვრულია პირველ მუხლში, თუკი ხილვადობა სხვადასხვა მიმართულებებით სხვადასხვაა და

ა) თუ მინიმალური ხილვადობა განსხვავდება უმეტესი ხილვადობისაგან და შეადგენს:

ა.ა) 1500 მეტრზე ნაკლებს ან

ა.ბ) უმეტესი ხილვადობის 50% და 5000 მეტრზე ნაკლებს, შეტყობინებებში, აგრეთვე, შეძლებისდაგვარად, უნდა მიეთითოს დარეგისტრირებული მინიმალური ხილვადობა და მისი ზოგადი მიმართულება აეროპორტის საკონტროლო წერტილთან მიმართებაში კომპასის რვა მიმართულებიდან ერთ-ერთის მითითებით. თუ მინიმალური ხილვადობა ფიქსირდება რამდენიმე მიმართულებით, მაშინ მითითებულ უნდა იქნეს საექსპლუატაციო თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება.

ბ) თუ ხილვადობა სწრაფად იცვლება და უმეტესი ხილვადობის განსაზღვრა შეუძლებელია, უნდა მიეთითოს მხოლოდ ხილვადობის მინიმალური მნიშვნელობა მიმართულების მითითების გარეშ