1. იმ შემთხვევებში, როდესაც ატმოსფერული წნევის საზომად გამოყენებულია ავტომატური ხელსაწყოები, QNH-ს და აუცილებლობის შემთხვევაში QFE-ს მონიტორები, რომლებიც დაკავშირებულია ბარომეტრებთან, უნდა განთავსდეს მეტეოროლოგიურ სადგურზე, ხოლო დანარჩენი მონიტორები -სმმ-ის შესაბამისი ორგანოების განლაგების ადგილებში. თუ QFE-ს გამოსახულება ეკუთვნის რამდენიმე ადზ-ის, მონიტორები მკაფიოდ მოინიშნება იმ ადზ-ის მითითებით, რომელსაც ეკუთვნის ამ QFE-ს გამოსახულება.

2. QFE-ს გამოთვლის დროს საწყის დონედ მიღებული უნდა იქნეს აეროდრომის შემაღლება. ადზ-ზე, რომლებიც აღჭურვილნი არიან დასფრენად არაზუსტი შემოსვლისათვის, რომელთა ზღურბლები მდებარეობენ 2მ-ით, (7ფტ) ან მეტით აეროდრომის შემაღლებაზე, აგრეთვე ადზ-ები, რომლებიც აღჭურვილნი არიან დასაფრენად ზუსტი შემოსვლისათვის, QFE-ს სიდიდეების დროს, გამოთვლილი უნდა იქნეს შესაბამისი ზღურბლის შემაღლების მიმართ.

3. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში მონაცემები QNH-ს შესახებ გამოითვლება ჰექტოპასკალის მეათედ ნაწილებში და გადაიცემა ჰექტოპასკალებში, დამრგვალებული უახლოესი ჰექტოპასკალის მცირე რიცხვამდე და მითითებულია ოთხი ციფრით. ნებისმიერი დაკვირვებადი მნიშვნელობა, რომელიც არ ჯდება გადაცემისათვის გამოყენებულ მონაცემთა სკალაში, მრგვალდება უახლოესი დაბალი მნიშვნელობის ჰექტოპასკალამდე.

4. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში:

ა) გადაიცემა ინფორმაცია QNH-ს შესახებ;

ბ) ინფორმაცია QFE-ს შესახებ გადაიცემა მომხმარებლის მოთხოვნის ან აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოსა და სმმ-ის ორგანოებს და ექსპლუატანტებს შორის ლოკალური შეთანხმებით რეგულარულ საფუძველზე;

გ) გადაიცემა ინფორმაცია QNH-ს და QFE-ს მნიშვნელობებისათვის გამოყენებული საზომი ერთეულების შესახებ;

დ) თუ QFE-ს მნიშვნელობა აუცილებელია რამდენიმე ადზ-ისათვის, ჩართულ უნდა იქნეს მოთხოვნილი QFE-ს მნიშვნელობა და მითითებულ იქნეს ადზ-ები, რომლებსაც ეკუთვნით ეს მნიშვნელობა.

5. შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში გადაიცემა მხოლოდ QNH-ს მნიშვნელობ