1. ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების სისტემის (ADS) ან “SSR mode S“ -ის გამოყენებისას მონაცემთა გადამცემი ხაზის “ჰაერი-მიწის“ მეშვეობით, რეგულარული შეტყობინებები ბორტიდან უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
შეტყობინების ტიპის მაჩვენებელი;
საჰაერო ხომალდის ამომცნობი ინდექსი.
ა) მონაცემთა ბლოკი1
გრძედი
განედი
დონე
დრო
ბ) მონაცემთა ბლოკი 2
ქარის მიმართულება
ქარის სიჩქარე
ქარზე მონაცემთა ხარისხის მაჩვენებელი
ჰაერის ტემპერატურა
ტურბულენტობა (მონაცემთა არსებობის შემთხვევაში)
ტენიანობა (მონაცემთა არსებობის შემთხვევაში).
2. როდესაც გამოიყენება გადამცემი ხაზი “ჰაერი-მიწა“, მანამ, სანამ “ADS“ და “SSR Mode S“ არ გამოიყენება, ბორტიდან რეგულარული შეტყობინებები უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
შეტყობინების ტიპის მაჩვენებელი
ა) ნაწილი 1 (ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ)
საჰაერო ხომალდის ამომცნობი ინდექსი
ადგილმდებარეობა ან გრძედი და განედი
დრო
ეშელონი ან ფრენის აბსოლუტური სიმაღლე
შემდეგი ადგილმდებარეობა და გადაფრენის დრო
შემდეგი ძირითადი წერტილი
ბ) ნაწილი 2 (ოპერატიული ინფორმაცია)
გამოთვლილი მოფრენის დრო
გადაფრენის მაქსიმალური დრო
გ) ნაწილი 3 (მეტეოროლოგიური ინფორმაცია)
ჰაერის ტემპერატურა
ქარის მიმართულება
ქარის სიჩქარე
ტურბულენტობა
საჰარო ხომალდის შემოყინულობა
ტენიანობა (მონაცემთა არსებობის შემთხვევაშ