1. სხ-ის ბორტიდან შეტყობინებებში ქარის წანაცვლების შესახებ, სიმაღლის აკრეფისა და დასაფრენად შესვლის ეტაპზე, უნდა მიეთითოს სხ-ის ტიპი.

2. იმ შემთხვევებში, როდესაც ფაქტობრივ ამინდში ან პროგნოზში მითითებულია ქარის წანაცვლების პირობების შესახებ სიმაღლის აკრეფისა და დასაფრენად შესვლის ეტაპზე, მაგრამ ფაქტობრივად მას ადგილი არ აქვს, სხ-ის მეთაურმა უნდა აცნობოს ამის შესახებ სმმ-ის შესაბამის ორგანოს უმოკლეს ვადებში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხ-ის მეთაურმა იცის, რომ ამის შესახებ სმმ ინფორმირებულია სხვა სხ-ის მიერ.

3. აეროდრომზე სხ-ის დაფრენის შემდეგ ვულკანური მოქმედების შესახებ შევსებული შეტყობინების ფორმა დაუყოვნებლივ გადეცემათ ექსპლუატანტებს ან სფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს და აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოს. თუ აეროდრომზე არ არის მეტეოროლოგიური ორგანო ან ის წარმოადგენს ძნელად მისაღწევს მომფრენი საფრენოსნო ეკიპაჟების წევრებისათვის, იქცევიან შევსებული ფორმის მიხედვით, როგორც ეს გათვალისწინებულია სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და ექსპლუატანტებს შორის ლოკალური შეთახმებით.

4. მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ ვულკანური მოქმედების შესახებ მიღებული შეტყობინების შევსებული ფორმა დაუყოვნებლივ გადაეცემა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში მეტეოროლოგიურ მომსახურებაზე, რომელშიც დაფიქსირდა ვულკანური მოქმედება.

თავი XV

ტექნიკური მოთხოვნები, რომლებიც ეხება პროგნოზე