საავიაციო მეტეოროლოგიურმა სადგურმა უნდა აცნობოს შესაბამის საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტს, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურსა და მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს ვულკანური მოქმედების გამოვლენის ფაქტები, კერძოდ, ამოფრქვევის წინა მოქმედების, ვულკანური ამოფრქვევის და ვულკანური ფერფლის ღრუბლის გამოჩენის შესახებ. შეტყობინება დგება ვულკანურ მოქმედებაზე ცნობის სახით და მოიცავს ინფორმაციას ქვემოთ ჩამოთვლილი თანმიმდევრობის მიხედვით:
ა) შეტყობინების ტიპი: ვულკანური მოქმედების ცნობა (VOLCANIC ACTIVITY REPORT);
ბ) სადგურის ნიშანი, ადგილმდებარეობის ინდექსი ან სადგურის დასახელება;
გ) თარიღი/ შეტყობინების დრო;
დ) ვულკანის ადგილმდებარეობა და მისი სახელწოდება, თუ ცნობილია;
ე) მოვლენის მოკლე აღწერა, რომელშიც ჩართულია, შესაბამის შემთხვევებში, ვულკანური მოქმედების სიმძლავრის დონე, ამოფრქვევის ფაქტი, თარიღი და დრო, აგრეთვე – ვულკანური ფერფლის არსებობა მოცემულ რაიონში, ინფორმაცია ვულკანური ღრუბლის მოძრაობის და მისი სიმაღლის შესახებ.
შენიშვნა: აღნიშნულ კონტექსტში ამოფრქვევის წინა ვულკანური მოქმედება ნიშნავს განსაკუთრებულ და/ან გააქტიურებულ ვულკანურ მოქმედებას, რომელიც შეიძლება ვულკანის ამოფრქვევას მოასწავებდეს.