1. საავიაციო მეტეოროლოგიურმა სადგურმა უნდა განახორციელოს აეროდრომზე მიმდინარე ამინდის დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში მის შესახებ უნდა შეადგინოს შეტყობინები. უნდა იდენტიფიცირდეს, სულ მცირე, ამინდის შემდეგი მოვლენები:
ა) ნალექი: წვიმა, ჟინჟღლი, თოვლი და ყინულოვანი ნალექები (მათ შორის, მათი ინტენსივობა);
ბ) ხილვადობის შემზღუდავი მოვლენები: ბურუსი, ჯანღი, ნისლი და გადაცივებული ნისლი;
გ) ჭექა-ქუხილი (მათ შორის, აეროდრომის შემოგარენში დაფიქსირებული ჭექა-ქუხილი).
2. ადგილობრივი რეგულარული შეტყობინებისა და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებისთვის ინფორმაცია მიმდინარე ამინდის შესახებ უნდა იყოს აეროდრომის არეში არსებული პირობების ამსახველი.
3. METAR და SPECI შეტყობინებებისათვის მიმდინარე ამინდის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს აეროდრომზე არსებული პირობების წარმომადგენლობითი და, გარკვეული განსაზღვრული მიმდინარე ამინდის მოვლენების შემთხვევაში, ასევე მის შემოგარენში არსებული პირობების წარმომადგენლობითი.
4. თუ მიმდინარე ამინდის მოვლენებზე (რომლებიც ჩამოთვლილია ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებში) დაკვირვებისათვის გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, დაკვირვების სიზუსტის უზრუნველსაყოფად გამოიყენება სენსორული ხელსაწყოები. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს ხელსაწყოების ისეთი განლაგება, რომელიც ხელს შეუწყობს მაქსიმალურად ზუსტი მონაცემების მიღებას.
5. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, დაკვირვებული მიმდინარე ამინდის მოვლენები უნდა გადაიცეს მათი ტიპისა და მახასიათებლების მიხედვით და, საჭიროების შემთხვევაში დაკონკრეტდეს მათი ინტენსივობით.
6. METAR და SPECI შეტყობინებაში დაკვირვებული მიმდინარე ამინდის მოვლენები უნდა გადაიცეს მათი ტიპისა და მახასიათებლების მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში დაკონკრეტდეს მათი ინტენსივობით ან აეროდრომთან სიახლოვით.
7. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში გადაიცემა ქვემოთ ჩამოთვლილი მიმდინარე ამინდის მოვლენები და შესაბამისი კრიტერიუმების შემოკლებული აღნიშვნები (დახასიათება, ინტენსივობა, სიახლოვე აეროდრომთან):
ა) ნალექები:
ა.ა) ჟინჟღლი(DZ);
ა.ბ) წვიმა (RA);
ა.გ) თოვლი (SN);
ა.დ) თოვლის ხორხოშელა (SG);
ა.ე) ყინულის წვიმა (PL);
ა.ვ) სეტყვა (GR) (სეტყვა GR გადაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ყველაზე მსხვილი სეტყვის მარცვლების დიამეტრი შეადგენს 5მმ-ს და მეტს.);
ა.ზ) მცირე სეტყვა ან ყინულის ხორხოშელა (GS) ( მცირე სეტყვა ან ყინულის მარცვლები (GS) მოხსენდება, როდესაც უდიდესი სეტყვის მარცვლის დიამეტრი ნაკლებია 5 მმ-ზე).
ბ) დაბინდვის სახეობები (ჰიდრომეტეორები):
ბ.ა) ნისლი (FG) გადაიცემა, როდესაც ხილვადობა 1000 მეტრზე ნაკლებია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თან ახლავს შემოკლებები MI, BC, PR ან VC;
ბ.ბ) ჯანღი (BR) გადაიცემა არანაკლებ 1000 მეტრისა და არაუმეტეს 5000 მეტრი ხილვადობის დროს;
გ) დაბინდვის სახეობები (ლიტო მეტეორები):
შენიშვნა: ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული შემოკლებები გადაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაბინდვა ძირითადად დაკავშირებულია ლიტო მეტეორების არსებობასთან და ხილვადობა შეადგენს 5000 მ-ს ან ნაკლებს, გარდა „SA“, როდესაც გამოიყენება „DR“ და ვულკანური ფერფლი.
გ.ა) ქვიშა (SA);
გ.ბ) ქვიშა (გარემომცველი) (DU);
გ.გ) ბური (HZ);
გ.დ) ბოლი (FU);
გ.ე) ვულკანური ფერფლი (VA).
დ) სხვა მოვლენები:
დ.ა) მტვრის/ქვიშის კორიანტელი (PO);
დ.ბ) ქარტეხილი (SQ);
დ.გ) ძაბრისებრი ღრუბელი (ტორნადო ან წყლის ქარბორბალა) (FC);
დ.დ) მტვრის ქარიშხალი (DS);
დ.ე) ქვიშის ქარიშხალი (SS).
8. ავტომატურ ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, აგრეთვე METAR და SPECI შეტყობინებებში, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნალექის ტიპების გარდა, უნდა გამოიყენებოდეს აბრევიატურა „UP“ არაიდენტიფიცირებული ნალექის აღსანიშნად იმ შემთხვევაში, როდესაც ავტომატური დაკვირვების სისტემა ვერ ახდენს ნალექის ტიპის იდენტიფიკაციას.
9. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, აგრეთვე შეტყობინებებში METAR და SPECI, აუცილებლობის შემთხვევაში, გადაიცემა მიმდინარე ამინდის მოვლენების დახასიათება და შესაბამისი კრიტერიუმების შემოკლებული აღნიშვნები ამ წესის №2 დანართის A2-1 და A2-2 ცხრილების შესაბამისად:
ა) ჭექა-ქუხილი (TS) გამოიყენება ჭექა-ქუხილის გადასაცემად;
ბ) სხვა მოვლენებთან ერთად – ჭექა-ქუხილი წვიმასთან (TSRA), თოვლთან (TSSN), ყინულის წვიმასთან (TSPL), სეტყვასთან (TSGR), ყინულის და/ან თოვლის მარცვლებთან (TSGS) ან ამ ელემენტების ერთობლიობასთან, მაგალითად, TSRASN;
გ) შეტყობინებაში METAR თქეშის გადასაცემად, რომელიც დაიკვირვება აეროდრომის შემოგარენში, გამოიყენება (VC SH) შემოკლება, ნალექების ტიპის და ინტენსივობის აღნიშვნის გარეშე;
დ) იმ შემთხვევაში, თუ 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც წინ უსწრებს დაკვირვების ვადას, ისმის ქუხილი ან დაიკვირვება ელვა, მაგრამ ნალექი აეროდრომზე არ დაიკვირვება, შემოკლება (TS) გამოიყენება დამატებითი აღნიშვნების გარეშე;
ე) გადაცივებული (FZ) გამოიყენება მხოლოდ შემოკლებებთან (FG), (DZ) და (RA) ნისლი, ჟინჟღლი, და ნალექები. მიწისპირა ქარბუქი (BL) გამოიყენება შემდეგ ამინდის მოვლენებთან ერთად (DU), (SA) ან (SN) (ქარბუქის ჩათვლით), რომლებიც ქარის მიერ აიტანება მიწისპირიდან 2 მეტრ (6 ფუტი) ან მეტ სიმაღლეზე. მიწისპირა ქარახვეტი (DR) გამოიყენება შემდეგ ამინდის მოვლენებთან ერთად (DU), (SA) ან (SN) (ქარბუქის ჩათვლით), რომლებიც ქარის მიერ აიტანება მიწისპირიდან 2 მეტრზე (6 ფუტი) ნაკლებ სიმაღლეზე. ნისლთან (FG) ერთად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემდეგი შემოკლებები: MI – მიწისპირიდან 2 მეტრზე დაბლა განვითარებული ნისლი (MIFG); ჯგუფები/ ნაფლეთები – BC, რომლებიც ფარავენ აეროდრომის ცალკეულ ადგილებს (BCFG); ნაწილობრივი – PR აეროდრომის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია ნისლით, ხოლო დანარჩენ ნაწილზე ნისლი არ დაიკვირვება (PRFG);
ვ) თქეში (თავსხმა) (SH) გამოიყენება თავსხმა წვიმის (SHRA), თოვლის (SHSN), ყინულის წვიმის (SHPL), სეტყვის (SHGR), ყინულის და/ან თოვლის მარცვლების (SHGS) და/ან ამ ელემენტების ერთობლიობის გადასაცემად (მაგალითად, SHRASN). შეტყობინებაში METAR თქეშის გადასაცემად, რომელიც დაიკვირვება აეროდრომის შემოგარენში, გამოიყენება (VCSH) შემოკლება, ნალექების ტიპის და ინტენსივობის აღნიშვნის გარეშე;
ზ) (BL) გამოიყენება (DU), (SA) ან (SN) (ქარბუქის ჩათვლით) გადასაცემად, რომლებიც ქარის მიერ აიტანება მიწისპირიდან 2 მეტრ (6 ფუტი) ან მეტ სიმაღლეზე;
თ) მიწისპირა ქარახვეტი (DR) გამოიყენება (DU), (SA) ან (SN) (ქარბუქის ჩათვლით) გადასაცემად, რომლებიც ქარის მიერ აიტანება მიწისპირიდან 2 მეტრზე (6 ფუტი) ნაკლებ სიმაღლეზე;
ი) დაბალი (MI ) ნიშნავს – 2 მეტრზე დაბლა მიწისპირიდან;
კ) (BC) ნისლის ჯგუფები, რომლებიც ფარავენ აეროდრომის ცალკეულ ადგილებს;
ლ) ნაწილობრივი (PR) ნიშნავს – აეროდრომის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია ნისლით, ხოლო დანარჩენ ნაწილზე ნისლი არ არის.
შენიშვნა: აეროდრომებზე, სადაც დაკვირვებებს აწარმოებენ მეტეოდამკვირვებლები, დამატებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელვის აღმომჩენი აღჭურვილობა. სახელმძღვანელო მასალა ელვის აღმომჩენი აღჭურვილობის შესახებ აეროდრომებისთვის, სადაც გამოიყენება ავტომატიზებული დაკვირვების სისტემები, მოცემულია იკაოს ოფიციალური გამოცემაში „ავტომატიზებული დაკვირვების სისტემები აეროდრომზე“ (Doc 9837).
10. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინებებში METAR და SPECI მიმდინარე ამინდის მოვლენების შესაბამისი ინტენსივობა ან საჭიროების შემთხვევაში, მოვლენები აეროდრომთან სიახლოვეში მითითებულია შემდეგნაირად:
ა) ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში:
ა.ა) სუსტი (FBL);
ა.ბ) ზომიერი (MOD);
ა.გ) ძლიერი (HVY);
ბ) შეტყობინებებში METAR და SPECI:
ბ.ა) სუსტი (-);
ბ.ბ) ზომიერი (ნიშნის გარეშე);
ბ.გ) ძლიერი (+).
შენიშვნა 1: ეს აღნიშვნები გამოიყენება მხოლოდ მოვლენებთან (DZ), (GR), (GS), (PL), (SG), (SN) ან აღნიშნული ამინდის მოვლენების ერთობლიობასთან. ამ შემთხვევაში, მიეთითება მხოლოდ ზომიერი და ძლიერი ხარისხის ინტენსივობა.
შენიშვნა 2: შემოგარენი არის დაახლოებით 8-დან 16 კმ-მდე არეალი აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან. შემოგარენი (VC) არ გამოიყენება ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში. შემოგარენი (VC) გამოიყენება მხოლოდ შეტყობინებაში METAR და SPECI შემდეგ მოვლენებთან: (DS), (SS), (FG), (FC), (SH), (PO), (BLDU), (BLSN), აგრეთვე (TS) და (VA), თუ ისინი არ გადაიცემა მიმდინარე ამინდის მოვლენის ფორმატში.
11. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინებებში METAR და SPECI:
ა) გამოყენებულ უნდა იქნეს, აუცილებლობის მიხედვით, ერთი ან რამდენიმე, მაგრამ მაქსიმუმ სამი შემოკლებული აღნიშვნა მიმდინარე ამინდის მოვლენების იმ ჩამონათვალიდან, რომელიც მოცემულია ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებში, შესაბამის შემთხვევებში ინტენსივობისა და მახასიათებლების ან მოვლენის აეროდრომთან სიახლოვის მითითებით, იმისათვის, რომ მოხდეს მიმდინარე ამინდის სრული აღწერა აეროდრომზე და მის შემოგარენში, რაც ზეგავლენას ახდენს ფრენების წარმოებაზე;
ბ) უპირველეს ყოვლისა, შესაბამის შემთხვევაში, უნდა მიეთითოს ინტენსივობა ან მოვლენის აეროდრომთან სიახლოვე, რის შემდეგაც მიეთითება, შესაბამისად, ამინდის მოვლენის მახასიათებლები და ტიპი;
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც დაიკვირვება ორი სხვადასხვა ტიპის მოვლენა, ეს მოვლენები უნდა გადაიცეს ორი ცალკეული ჯგუფით, რომლებშიც ინტენსივობის ან აეროდრომთან სიახლოვის ინდექსი ეხება იმ მოვლენას, რომლის წინაც მიეთითება მოცემული ინდექსი. მაგრამ ნალექების სხვადასხვა ტიპები, რომლებსაც ადგილი აქვს დაკვირვების დროს, გადაცემული უნდა იქნეს ერთი ჯგუფით, ამასთან, პირველად მიეთითება ნალექების ტიპი, რომელიც ჭარბობს, მას კი წინ უსწრებს მხოლოდ ინტენსივობის ინდექსი, რომელიც აღნიშნავს ნალექების ჯამურ ინტენსივობას.
12. თუ მიმდინარე ამინდი ვერ დაიკვირვება ავტომატური დაკვირვების სისტემის დროებითი მწყობრიდან გამოსვლის გამო, ავტომატურ ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, აგრეთვე METAR-სა და SPECI-ში მიმდინარე ამინდის მოვლენები უნდა შეიცვალოს აღნიშვნით „//