1. ადგილობრივი სპეციალური შეტყობინების გამოცემის კრიტერიუმები შეიცავს შემდეგს:

ა) სიდიდეებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება იმ ექსპლუატანტების საექსპლუატაციო მინიმუმებს, რომლებიც სარგებლობენ მოცემული აეროდრომით;

ბ) სიდიდეებს, რომლებიც აკმაყოფილებს საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებს და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების სხვა ადგილობრივ მოთხოვნებს;

გ) ჰაერის ტემპერატურის მომატებას 2°C-ით და მეტით ბოლო შეტყობინებაში მითითებულთან შედარებით ან ალტერნატიულ ზღვრულ მნიშვნელობას, რომელიც განსაზღვრულია მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს, საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსა და დაინტერესებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს შორის შეთანხმებით;

დ)  დამატებით ინფორმაციას, რომელიც ეხება დასაფრენად შემოსვლისა და სიმაღლის აღების ზონებში განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების წარმოქმნას, რომლებიც მოცემულია ამ წესის №2 დანართის A2-1 ცხრილში;

ე) სიდიდეებს, რომლებიც წარმოადგენს კრიტერიუმებს შეტყობინებების SPECI შედგენისათვის;

ვ) თუ გამოიყენება ხმაურის შემცირების პროცედურები, იკაოს ოფიციალური გამოცემის „საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სახელმძღვანელო“ (PANS-ATM, Doc 4444) 7.2 პუნქტის შესაბამისად და მიწისპირა ქარის (დაქროლვა) საშუალო სიჩქარიდან გადახრა შეიცვალა 2,5-ით მ/წ (5კვ) ან მეტით, ბოლო შეტყობინებაში მითითებულ მონაცემთან შედარებით, ამასთან ერთად, საშუალო სიჩქარე ცვლილებამდე და მის შემდეგ შეადგენს 7,5 მ/წმ-ს (15 კვანძი) ან მეტს.

2. შეტყობინება SPECI უნდა გამოიცეს მაშინ, როდესაც ადგილი აქვს შემდეგ ცვლილებებს:

ა) თუ მიწისპირა ქარის საშუალო მიმართულება უკანასკნელ შეტყობინებაში მითითებულ სიდიდესთან შედარებით შეიცვლება 60 გრადუსით ან მეტით, ხოლო ქარის საშუალო სიჩქარე ცვლილებამდე და/ან მის შემდეგ შეადგენს 5 მ/წმ (10 კვანძი) ან მეტს;

ბ) თუ მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარე უკანასკნელ შეტყობინებაში მითითებულ სიდიდესთან შედარებით შეიცვლება 5მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით;

გ) თუ მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარიდან გადახრა (დაქროლვა) უკანასკნელ შეტყობინებაში მითითებულ სიდიდესთან შედარებით შეიცვლება 5 მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით, ხოლო საშუალო სიჩქარე ცვლილებამდე და/ან მის შემდეგ შეადგენს 7,5 მ/წმ (15 კვანძი) ან მეტს;

დ) ნებისმიერი შემდეგი ამინდის მოვლენების ან მათი ერთობლიობის დაწყების, შეწყვეტის ან ინტენსივობის ცვლილების შემთხვევაში:

დ.ა) ყინულოვანი ნალექები;

დ.ბ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (თქეშის ჩათვლით);

დ.გ) ჭექა-ქუხილი ნალექით;

ე) ნებისმიერი შემდეგი ამინდის მოვლენების ან მათი ერთობლიობის დაწყების ან შეწყვეტის შემთხვევაში:

ე.ა) ყინულოვანი ნისლი;

ე.ბ) ჭექა-ქუხილი უნალექოდ;

ვ) 450 მეტრზე (1500 ფუტი) დაბალ ფენაში ღრუბლების რაოდენობა იცვლება:

ვ.ა) SCT ან ნაკლებიდან BKN ან OVC-მდე; ან

ვ.ბ) BKN ან OVC-დან SCT-მდე ან ნაკლებამდე.

3. შეტყობინება SPECI ამასთანავე უნდა გამოიცეს მაშინ, როდესაც ადგილი აქვს შემდეგ ცვლილებებს:

ა) ქარის ცვლილება აჭარბებს მნიშვნელოვან საექსპლუატაციო სიდიდეებს. ზღვრული სიდიდეები უნდა დაადგინოს მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ, საჰაერო მოძრაობის მართვის საწარმოსთან და დაინტერესებულ ექსპლუატანტებთან კონსულტაციით, ქარის ცვლილების გათვალისწინებით, რომლებიც:

ა.ა) მოითხოვს სამუშაო ადზ-ის შეცვლას;

ა.ბ) მოწმობს იმას, რომ გვერდითი და ზურგქარის მდგენელების ცვლილება ადზ-ზე გადააჭარბებს მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს ძირითად საექსპლუატაციო ზღვარს ტიპური საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს ამ აეროდრომზე;

ბ) ხილვადობა უმჯობესდება და აღწევს და/ან აჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას ან ხილვადობა უარესდება და ხდება ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე ნაკლები:

ბ.ა) 800, 1500 ან 3000 მ;

ბ.ბ) 5000, იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენების წესებით;

გ) ხილვადობის სიშორე ადზ-ზე უმჯობესდება და მიაღწევს ან აჭარბებს ერთ-ერთ შემდეგ მნიშვნელობას − 50 მ-ს, 175 მ-ს, 300 მ-ს ან 800 მ-ს ან ხილვადობის სიშორე ადზ-ზე უარესდება და მიაღწევს ერთ-ერთ შემდეგ მნიშვნელობას: 50 მ-ს, 175 მ-ს, 300 მ-ს, 550 მ-ს ან 800 მ-ს;

დ) ნებისმიერი შემდეგი ამინდის მოვლენების ან მათი ერთობლიობის დაწყების,  შეწყვეტის ან ინტენსივობის ცვლილების შემთხვევაში:

დ.ა) მტვრის ქარიშხალი;

დ.ბ) ქვიშის ქარიშხალი;

დ.გ) ძაბრისებრი ღრუბელი;

ე) ნებისმიერი შემდეგი ამინდის მოვლენების ან მათი ერთობლიობის დაწყების  ან შეწყვეტის შემთხვევაში:

ე.ა) მტვრის, ქვიშის ან თოვლის ქარახვეტი;

ე.ბ) მტვრის, ქვიშის ან თოვლის მიწისპირა ქარბუქი;

ე.გ) ქარტეხილი;

ვ) BKN ან OVC ღრუბლების ქვედა ფენის საზღვრის სიმაღლე იზრდება და აღწევს ან აჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს, ან BKN ან OVC ღრუბლების ქვედა ფენის ქვედა საზღვრის სიმაღლე მცირდება და ხდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე:

ვ.ა) 30 მ, 60 მ, 150 მ ან 300 მ (100, 200, 500 ან 1000 ფუტი);

ვ.ბ) 450 მ (1500 ფუტი) – იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენის წესით;

ზ) ცა იბინდება და ვერტიკალური ხილვადობა უმჯობესდება, აღწევს ან აჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას ან ვერტიკალური ხილვადობა უარესდება და ხდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე: 30 მ, 60 მ, 150 მ ან 300 მ (100, 200, 500 ან 1000 ფუტი);

თ) აეროდრომის ადგილობრივი საექსპლუატაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, ნებისმიერი სხვა მონაცემები მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე.

4. იმ შემთხვევებში, როდესაც ამინდის ერთი ელემენტის გაუარესებისას ერთდროულად დაიკვირვება მეორეს გაუმჯობესება გამოიცემა ერთიანი სპეციალური შეტყობინება SPECI, რომელიც ითვლება შეტყობინებად ამინდის გაუარესების შესახე