1. სპეციალური დაკვირვებების ჩატარების კრიტერიუმების ჩამონათვალი დგინდება  მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს მიერ სააგენტოსთან, საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსთან, ექსპლუატანტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის საფუძველზე. ამინდზე სპეციალური დაკვირვების შედეგები გამოიცემა შემდეგი სახით:

ა) ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებების სახით, მხოლოდ შეტყობინების შედგენის აეროდრომზე გასავრცელებლად (განკუთვნილია მოსაფრენი და გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის); და

ბ)  SPECI  შეტყობინების სახით, შეტყობინების შედგენის აეროდრომის ფარგლებს გარეთ გასავრცელებლად (ძირითადად,   განკუთვნილია  ფრენების დასაგეგმად, რადიოსამაუწყებლო გადაცემებისათვის VOLMET და D-VOLMET-ისათვის), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეტყობინება METAR გამოიცემა ნახევარსაათიანი ინტერვალით.

შენიშვნა: მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება ATIS-ში (სამაუწყებლო ATIS და DATIS) აღებული უნდა იქნეს ადგილობრივი სპეციალური მეტეოროლოგიური შეტყობინებიდან.

2. აეროდრომისათვის, რომელიც არ ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში, SPECI შეტყობინებები გამოიცემა საჭიროებისამებრ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული METAR შეტყობინებების გამოცემის დაწყების შემდე