1. ადგილობრივი რეგულარული შეტყობინებები და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებები უნდა გამოიცეს შემოკლებული ღია ტექსტით, ამ წესის №2 დანართის A2-1 ცხრილში მოცემული ნიმუშის შესაბამისად, მასში მითითებული ელემენტების შინაარსისა და თანმიმდევრობის დაცვით.

შენიშვნა: ამ წესის 30-ე მუხლით განსაზღვრული მეტეოროლოგიური ელემენტების გარდა შეტყობინებები დამატებით მოიცავს:

ა) შეტყობინების ტიპის მაჩვენებელს;

ბ) ადგილმდებარეობის მაჩვენებელს;

გ) დაკვირვების დროს; და

დ) ავტომატური ან დაკარგული ანგარიშის მაჩვენებელს, სადაც ეს საჭიროა, როგორც ეს მითითებულია ამ წესის №2 დანართის A2-1 ცხრილში წარმოდგენილ შაბლონში.

2. შეტყობინებები METAR და SPECI უნდა გამოიცეს მმო-ს მიერ დადგენილ კოდურ ფორმებში,  ამ წესის №2 დანართის A2-2 ცხრილში მოცემული ნიმუშის შესაბამისად.

შენიშვნა 1: მმო-ს მიერ დადგენილი METAR და SPECI კოდური ფორმები მოცემულია მმო-ს ოფიციალური გამოცემის „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“ I, 1 ტომის, A ნაწილში „ციფრულ-ანბანური კოდები“.

შენიშვნა 2:  ამ წესის №3 დანართში ჩამოთვლილი მეტეოროლოგიური ელემენტების გარდა, შეტყობინებები ასევე შეიცავს:

ა) შეტყობინების ტიპის იდენტიფიკაციას;
ბ) ადგილმდებარეობის ინდექსს;
გ) დაკვირვების დროს; და
დ) შესაბამის შემთხვევებში, ავტომატიზებული ან არარსებული შეტყობინების იდენტიფიკაციას, როგორც ეს ნაჩვენებია ამ წესის №2 დანართის A2-2 ცხრილში მოცემულ შაბლონში.

3. METAR და SPECI, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული კოდური ფორმატის გარდა, უნდა გავრცელდეს დამატებით IWXXM ფორმითაც.

შენიშვნა 1:  METAR-ის გავრცელების პროცედურები გაწერილია იკაო-ს EUR Doc 018, „ევროპის რეგიონის ოპერატიული მეტეოროლოგიური მონაცემების მართვის სახელმძღვანელოში“;

შენიშვნა 2: სახელმძღვანელო მასალა ევროპის რეგიონში IWXXM დანერგვის და გაცვლის შესახებ მოცემულია იკაო-ს EUR Doc 33 „ევროპის რეგიონში IWXXM გამოყენებით ოპერატიული მეტეოროლოგიური მონაცემების გაცვლის სახელმძღვანელოში“.

4. ციფრული ფორმით გამოცემული შეტყობინებები METAR უნდა გადაიცეს შესაბამისი მეტამონაცემების თანხლები