1. კოსმოსური ამინდის შესახებ საკონსულტაციო ინფორმაციის გამოცემას უზრუნველყოფენ კოსმოსური ამინდის ცენტრები (SWXC).
2. მეტეოროლოგიური საწარმო უზრუნველყოფს კოსმოსური ამინდის ცენტრებიდან საკონსულტაციო ინფორმაციის მიღებას კოსმოსური ამინდის მოვლენების შესახებ.
3. სახელმწიფოები, რომლებიც იღებენ ვალდებულებას, დაარსონ კოსმოსური ამინდის ცენტრები, თავიანთი პასუხისმგებლობის არეში:
ა) შესაძლებლობის ფარგლებში თვალყურს ადევნებენ სახმელეთო, საჰაერო და კოსმოსური საშუალებებით დაკვირვებებს კოსმოსური ამინდის მოვლენების გამოვლენისა და პროგნოზირების მიზნით, რომელმაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს:
ა.ა) მაღალი სიხშირის რადიოკომუნიკაციის საშუალებებზე;
ა.ბ) თანამგზავრულ კომუნიკაციაზე;
ა.გ) GNSS-ზე დაფუძნებულ სანავიგაციო და დაკვირვების სისტემებზე;
ა.დ) ფრენის ეშელონებზე რადიაციულ ზეგავლენაზე.
ბ) უზრუნველყოფენ საკონსულტაციო ინფორმაციის მომზადებას ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კოსმოსური ამინდის მოვლენების სიმძლავრისა და ხანგრძლივობის შესახებ;
გ) აწვდიან ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკონსულტაციო ინფორმაციას:
გ.ა) რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტებს, საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტებსა და აეროდრომის მეტეოროლოგიურ ოფისსს;
გ.ბ) კოსმოსური ამინდის სხვა ცენტრებს;
გ.გ) საერთაშორისო ბანკებსა (OPMET) და ინტერნეტზე დამყარებულ სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ცენტრებს;
დ) გამოსცემენ განახლებულ ინფორმაციას კოსმოსური ამინდის მოვლენების შესახებ, საჭიროებისამებრ, მაგრამ არაუგვიანეს ყოველი 6 საათისა, იმ დრომდე, ვიდრე კოსმოსური ამინდის მოვლენაზე დაკვირვება აღარ ხორციელდება ან მის მიერ გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენა აღარ არის მოსალოდნელი.
4. კოსმოსური ამინდის ცენტრები ფუნქციონირებენ 24 საათის განმავლობაში.
5. კოსმოსური ამინდის ცენტრის ფუნქციონირებაში შეფერხების შემთხვევაში მის ფუნქციებს ითავსებს კოსმოსური ამინდის ცენტრზე პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიერ დანიშნული, კოსმოსური ამინდის სხვა ცენტრი ან საწარმო.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა კოსმოსური ამინდის საკონსულტაციო ინფორმაციის, მათ შორის, იკაოს მიერ დანიშნული ცენტრების და მომსახურების მომწოდებლების შესახებ მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „კოსმოსური ამინდის ინფორმაციის სახელმძღვანელო საერთაშორისო აერნაოსნობის დახმარების მიზნით“ (Doc 10100).
6. სახელმწიფოები, რომლებმაც, კოსმოსური ამინდის შესახებ ინფორმაციის მომზადების მიზნით, აიღეს ვალდებულება დააარსონ კოსმოსური ამინდის ცენტრები, ასევე უზრუნველყოფენ მსოფლიო კოსმოსური ამინდის ცენტრების ფუნქციონირების მხარდაჭერა