1. ტროპიკული ციკლონის შესახებ საკონსულტაციო ინფორმაციის გამოცემას უზრუნველყოფენ ტროპიკული ციკლონების საკონსულტაციო ცენტრები (TCAC).
2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო უზრუნველყოფს ტროპიკული ციკლონების საკონსულტაციო ცენტრიდან საკონსულტაციო ინფორმაციის მიღებას.
3. სახელმწიფოები, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას ტროპიკული ციკლონების საკონსულტაციო ცენტების დაარსებაზე, უზრუნველყოფენ:
ა) თავიანთი პასუხისმგებლობის არეში ტროპიკული ციკლონების განვითარებაზე დაკვირვებას, გეოსტაციონარული და პოლარულ ორბიტაზე მყოფი თანამგზავრებიდან მიღებული მონაცემების, რადიოლოკატორის მონაცემებისა და სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაციის გამოყენებით;
ბ) საკონსულტაციო ინფორმაციის გამოცემას ციკლონის ცენტრის მდებარეობის, დაკვირვების მომენტში სიმძლავრის ცვლილების, მისი მიმართულებისა და გადაადგილების სიჩქარის, ცენტრში წნევისა და მიწისპირა მაქსიმალური ქარის შესახებ;
გ) მიღებული ინფორმაციის გავრცელებას თავისი პასუხისმგებლობის არეში მყოფ:
გ.ა) მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებზე;
გ.ბ) ტროპიკული ციკლონების სხვა საკონსულტაციო ცენტრებზე;
გ.გ) ზმპც-ებზე, მონაცემთა საერთაშორისო ბანკებსა (OPMET) და ცენტრებს, რომლებიც რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნული არიან ინტერნეტზე დამყარებული სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების უზრუნველსაყოფად.
დ) განახლებული საკონსულტაციო ინფორმაციის მიწოდებას მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებისთვის, ყოველი ტროპიკული ციკლონის თაობაზე, საჭიროებისამებრ, მაგრამ არაუგვიანეს ყოველი 6 საათის