1. საკონსულტაციო ინფორმაცია კოსმოსური ამინდის  შესახებ გამოიცემა ღია ტექსტით, იკაოს მიერ აღიარებული, მარტივად აღსაქმელი შემოკლებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების გამოყენებით, ამ წესის №7 დანართის A7-4 ცხრილის შესაბამისად. თუ იკაოს მიერ აღიარებული შემოკლებები არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენება ინგლისური ენით შედგენილი მოკლე ტექსტი იმ ელემენტების აღსაწერად, რომლის ტექსტით შედგენის საშუალებასაც იძლევა საკონსულტაციო ინფორმაციის შეტყობინების ნიმუში.

2. საკონსულტაციო ინფორმაცია  ტროპიკული ციკლონის შესახებ, გარდა ღია ტექსტისა, ვრცელდება აგრეთვე IWXXM ფორმით.

3. კოსმოსური ამინდის  შესახებ საკონსულტაციო ინფორმაციაში მიეთითება ქვემოთ ჩამოთვლილი კოსმოსური ამინდის მოვლენებიდან, სულ მცირე, ერთი, შესაბამისი შემოკლებების გამოყენებით:

ა) კომუნიკაცია მაღალ სიხშირეზე (გავრცელება, შთანთქმა) (HF COM);

ბ) სათანამგზავრო კომუნიკაცია  (გავრცელება, შთანთქმა) (SATCOM);

გ) გლობალური სააერნაოსნო სათანამგზავრო სისტემაზე დაფუძნებული სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურება (დეგრადაცია) (GNSS);

დ) ეშელონებზე რადიაციის დონე (მომატებული რადიაცია) (RADIATION).

4. საჭიროებისამებრ, კოსმოსური ამინდის შესახებ საკონსულტაციო ინფორმაციაში, შესაბამისი შემოკლებების გამოყენებით, მიეთითება სიმძლავრის ერთი ან ორივე აღნიშვნა:

ა) ზომიერი (MOD);

ბ) ძლიერი (SEV).

შენიშვნა: კოსმოსური ამინდის შესახებ საკონსულტაციო ინფორმაციის მიწოდების, მათ შორის, იკაოს მიერ დანიშნული, კოსმოსური ამინდის საკონსულტაციო ინფორმაციის მიმწოდებლების შესახებ სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „კოსმოსური ამინდის საინფორმაციო სახელმძღვანელო საერთაშორისო ჰაერნაოსნობისათვის“ (Doc 10100