1. საერთაშორისო ავიახაზების ვულკანური თვალთვალის (IAVW) ფარგლებში, ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრები (VAAC) (სახელმწიფოებში, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას ასეთი ცენტების დაარსებაზე) ვალდებული არიან რეაგირება მოახდინონ შემდეგი სახის შეტყობინებებზე:
ა) ვულკანის ამოფრქვევის ან მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ;
ბ) მისი პასუხისმგებლობის არეში ვულკანური ფერფლის არსებობის შესახებ.
2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო უზრუნველყოფს, რომ ვულკანის ამოფრქვევის ან მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრებიდან (VAAC) მიიღოს ვულკანური ფერფლის ღრუბლის სიმძლავრისა და სავარაუდო გადაადგილების საკონსულტაციო ინფორმაცია.
3. ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრები (VAAC):
ა) თვალყურს ადევნებენ შესაბამისი გეოსტაციონარული და პოლარული ორბიტის თანამგზავრულ მონაცემებს და ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, შესაბამის სახმელეთო და საჰაერო მონაცემებს, რათა ამოიცნოს ატმოსფეროში ვულკანური ფერფლის არსებობისა და გავრცელების არე;
შენიშვნა: შესაბამის სახმელეთო და საჰაერო მონაცემებში იგულისხმება ისეთი წყაროებიდან მიღებული მონაცემები, როგორიცაა, დოპლერის რადიოლოკატორი, ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლის საზომი მოწყობილობა, ლიდარი და პასიური ინფრაწითელი სენსორი;
ბ) ახდენენ ვულკანური ფერფლის ციფრული ტრაექტორიული/დისპერსიული მოდელის გააქტიურებას, აღმოჩენილი ან შეტყობინებული ვულკანური ფერფლის ღრუბლის გადაადგილების პროგნოზირების მიზნით;
გ) გასცემენ საკონსულტაციო ინფორმაციას ვულკანური ფერფლის ღრუბლის მასშტაბისა და პროგნოზირებული გადაადგილების შესახებ:
გ.ა) მათი პასუხისმგებლობის არეში მდებარე დაინტერესებულ მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებს, რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტებსა და საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტებს;
გ.ბ) სხვა დაინტერესებულ ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრებს;
გ.გ) ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრებს, მონაცემთა საერთაშორისო ბანკებს (OPMET), ნოტამის საერთაშორისო სამსახურებსა და რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებებით დანიშნულ ცენტრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ინტერნეტზე დაფუძნებული სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების უზრუნველყოფაზე;
გ.დ) ექსპლუატანტებს, რომლებიც ითხოვენ საკონსულტაციო ინფორმაციის მიწოდებას, კერძოდ, ამ მიზნისთვის არსებული AFTN მისამართის მეშვეობით;
შენიშვნა: AFTN-ის მისამართი, რომელიც გამოიყენება VAAC-ის მიერ, მითითებულია საერთაშორისო ავიახაზების ვულკანური თვალთვალის (IAVW) (Doc 9766) ცნობარში, რომელიც განთავსებულია ICAO IAVWOPSG-ის ვებგვერდზე.
დ) საჭიროებისამებრ, მაგრამ არაუგვიანეს 6 საათისა, გადასცემენ განახლებულ საკონსულტაციო ინფორმაციას ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებს, რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტებს, საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტებსა და ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრებს, იმ დრომდე, ვიდრე ადგილი ექნება შემდეგომ გარემოებებს:
დ.ა) ვულკანური ფერფლის ღრუბელი აღარ არის ხილვადი თანამგზავრულ მონაცემებზე დაკვირვებით და ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, შესაბამის სახმელეთო და საჰაერო მონაცემებზე დაკვირვებით;
დ.ბ) დამატებითი შეტყობინებები ვულკანური ფერფლის არსებობის შესახებ ამ ზონიდან არ შემოდის;
დ.გ) დამატებითი შეტყობინებები ვულკანური ამოფრქვევის შესახებ არ შემოდის.
შენიშვნა 1: მნიშვნელოვანი ვულკანური ფერფლის ღრუბლების შემთხვევაში VAAC-ებს შეუძლიათ, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოებსა და სხვა მომხმარებლებზე გასაცემად, მოამზადონ პროგნოზები ვულკანური ფერფლის ღრუბელში ფერფლის რაოდენობრივი კონცენტრაციის შესახებ, ადგილობრივი საავიაციო მეტეოროლოგიის საკითხებში უფლებამოსილი უწყების მიერ დადგენილი წესით.
შენიშვნა 2: VAAC-ები, რომლებიც ახორციელებენ ვულკანური ფერფლის რაოდენობრივი კონცენტრაციის შესახებ ინფორმაციის მომზადებას, მითითებულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საერთაშორისო ავიახაზებზე ვულკანურ მოქმედებებზე მეთვალყურეობის სამსახურის (IAVW) ცნობარი – პროცედურები და საკონტაქტო სია“ (Doc 9766).
4. ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრები (VAAC) ფუნქციონირებენ 24 სთ-ის განმავლობაში.
5. ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრების (VAAC) ფუნქციონირებაში შეფერხების შემთხვევაში, მათ ფუნქციებს ითავსებს სხვა VAAC ან სხვა მეტეოროლოგიური ცენტრი, იმ სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესით, რომელიც პასუხისმგებელია VAAC-ზე.
შენიშვნა: VAAC-ის ფუნქციონირებაში შეფერხების შემთხვევაში განსახორციელებელი სარეზერვო პროცედურები მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საერთაშორისო ავიახაზებზე ვულკანურ მოქმედებებზე მეთვალყურეობის სამსახურის (IAVW) ცნობარი – პროცედურები და საკონტაქტო სია“ (Doc 9766).
6. ვულკანური ფერფლის რაოდენობრივი კონცენტრაციის შესახებ პროგნოზები რეგულარული ბადის კვანძებში მზადდება VAAC-ის მიერ, განედისა და გრძედის 0.25° ჰორიზონტალური გაფართოებით და ვერტიკალური სიმაღლის დიაპაზონებით, ამ წესის №9 დანართის A9-1 ცხრილის შესაბამისად.
7. VAAC უზრუნველყოფს აგრეთვე ვულკანური ფერფლის კონცენტრაციის ზღვრული (10, 5, 2 და 0.2 მგ/მ³) სიჭარბის ალბათობის ფარდობითი სიხშირის შესახებ ინფორმაციის მომზადებას.
8. ვულკანური ფერფლის რაოდენობრივი კონცენტრაციის შესახებ პროგნოზები მოქმედებს ფიქსირებული დროს განმავლობაში, კერძოდ 0, 3, 6, 9, 12, 15, 18, 21 და 24 საათის შემდეგ იმ დროდან (0000, 0600, 1200 და 1800 UTC), როდესაც მიღებულ იქნა სინოპტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც მომზადდა პროგნოზები.
9. ვულკანური ფერფლის რაოდენობრივი კონცენტრაციის შესახებ განახლებული პროგნოზები გამოიცემა საჭიროებისამებრ, მაგრამ არაუგვიანეს ყოველი 6 საათისა, იმ დრომდე, ვიდრე არ განისაზღვრება, რომ ვულკანური ფერფლის ღრუბელი აღარ არის მნიშვნელოვანი.
შენიშვნა 1: ამ წესის მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ვულკანური ფერფლის ღრუბელი ნიშნავს ფერფლის ისეთ ღრუბელს, რომელიც მასშტაბურ და არსებით ზემოქმედებას ახდენს საჰაერო ხომალდებზე და ჰაერნაოსნობაზე. სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საერთაშორისო ავიახაზებზე ვულკანურ მოქმედებებზე მეთვალყურეობის სამსახურის (IAVW) ცნობარი – პროცედურები და საკონტაქტო სია“ (Doc 9766);
შენიშვნა 2: ბადისებრი კოდის ფორმები მოცემულია მმო-ს ოფიციალურ გამოცემაში „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“ (WMO-No.306).
10. ვულკანური ფერფლის რაოდენობრივი კონცენტრაციის შესახებ პროგნოზები ვრცელდება მმო-ს მიერ დადგენილი შესაბამისი ბადისებრი კოდის ფორმით.
11. ინფორმაცია ვულკანური ფერფლის რაოდენობრივი კონცენტრაციის შესახებ, ასევე მზადდება IWXXM ფორმით, ვულკანური ფერფლის ძალიან მაღალი, მაღალი, საშუალო და დაბალი რაოდენობრივი კონცენტრაციისთვის, როგორც ეს მოცემულია ამ წესის №1 დანართის A9-2 ცხრილში.
შენიშვნა: ტექნიკური მოთხოვნები IWXXM მოდელის შესახებ მოცემულია მმო-ს ოფიციალურ გამოცემაში „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“ (WMO-No.306), ტომი I.3, ნაწილი D. სახელმძღვანელო მასალა IWXXM მოდელის დანერგვის შესახებ, მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „ICAO-ს (IWXXM) მოდელით მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის სახელმძღვანელო“ (Doc 10003