სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრის ორგანიზებაზე ზონალური პროგნოზების სისტემის ფარგლებში უზრუნველყოფს, რათა ცენტრმა:

ა) მოამზადოს გლობალური პროგნოზები რეგულარული ბადის კვანძებში ციფრული ფორმით სიმაღლეებზე:

ა.ა) სიმაღლეებზე ქარის;

ა.ბ) ჰაერის ტემპერატურის და ჰაერის ტენიანობის;

ა.გ) ფრენის ეშელონების გეოპოტენციალური აბსოლუტური სიმაღლის;

ა.დ) ტროპოპაუზის სიმაღლის და ტროპოპაუზის ტემპერატურის;

ა.ე)მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარის და სიმაღლის;

ა.ვ) გროვა-საწვიმარი ღრუბლების;

ა.ზ) შემოყინულობის;

ა.თ) ტურბულენტობის.

ბ) მოამზადოს ამინდის განსაკუთრებული მოვლენების (SIGWX) გლობალური პროგნოზები ციფრული ფორმით.

გ) ა.ა) და ა.ბ) ქვეპუნქტებით აღნიშნული პროგნოზები ციფრული ფორმით დაუგზავნოს სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოებს და სხვა მომხმარებელს.

დ) მიიღოს ინფორმაცია რადიოაქტიური ნივთიერებების ატმოსფეროში გატყორცნის შესახებ თავისი მმო-ს შესაბამისი რეგიონალური სპეციალიზებული მეტეოროლოგიური ცენტრიდან (RSMC), რომელიც პასუხისმგებელია მათი გადაადგილების ტრაექტორიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, მათი SIGWX-ში დროულად ასახვის მიზნით.

ე) დაამყაროს კონტაქტები VAAC-თან, ვულკანური მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზებში ვულკანური ამოფრქვევების ჩართვის მიზნი