1. მეტეოროლოგიური სამსახური ფრენების განხსახორციელებლად, დადგენილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) ადგენს და იღებს პროგნოზებს ან სხვა შესაბამის ინფორმაციას იმ ფრენების განსახორციელებლად, რომელებსაც იგი უზრუნველყოფს; პროგნოზების შედგენაზე მისი პასუხისმგებლობის ხარისხი დამოკიდებულია კონკრეტული რაიონის მარშრუტებზე და აეროდრომებზე პროგნოზული მასალების არსებობასა და გამოყენებაზე;

ბ) ადგენს და/ან იღებს ადგილობრივი მეტეოროლოგიური პირობების პროგნოზებს;

გ) აწარმოებს მუდმივ დაკვირვებას მეტეოროლოგიურ პირობებზე აეროდრომის რაიონში, რომლისთვისაც პროგნოზს ადგენს;

დ) ატარებს ინსტრუქტაჟს, კონსულტაციას და მეტეოროლოგიურ საფრენოსნო საბუთებს წარუდგენს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს და/ან ფრენების უსაფრთხო შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა პერსონალს;

ე) საავიაციო მომხმარებლებს ამარაგებს სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაციით;

ვ) უჩვენებს არსებულ მეტეოროლოგიურ ინფორმაციას;

ზ) ცვლის მეტეოროლოგიურ ინფორმაციას სხვა მეტეოროლოგიურ ორგანოებთან; და

თ) მასთან დაკავშირებულ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ორგანოსა და მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს (დაინტერესებულ მეტეოროლოგიურ ორგანოს, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურსა და საჰაერო მოძრაობის მართვის სრულუფლებიან ორგანოს შორის შეთანხმების საფუძველზე) ამარაგებს მიღებული ინფორმაციით ვულკანურ მოქმედებაზე, რომელიც წინ უსწრებს ამოფრქვევას, ვულკანურ ამოფრქვევაზე ან ვულკანური ფერფლის ღრუბლებზე.

2. აეროდრომისათვის, რომელსაც არ გააჩნია მეტეოროლოგიური ორგანო, სააგენტო:

ა) სერტიფიცირების გზით უფლებამოსილებას ანიჭებს საჭიროების მიხედვით ერთ ან რამდენიმე მეტეოროლოგიურ ორგანოს მეტეოროლოგიური ინფორმაციის წარდგენისათვის;

ბ) განსაზღვრავს შესაბამისი აეროდრომების ასეთი ინფორმაციით მომარაგების წესებს.

3. აეროდრომები, რომელთათვისაც აუცილებელია დაფრენის პროგნოზის მიწოდება, განისაზღვრება რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზ