1. საერთაშორისო და ადგილობრივი აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის მიზანია ფრენების უსაფრთხო, რეგულარული და ეფექტური განხორციელებისათვის ხელშეწყობა. იგი კანონმდებლობით დადგენილ სხვა ღონისძიებებთან ერთად მიიღწევა საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების, საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების, საჰაერო მოძრაობის მომსახურების, საძებნ-სამაშველო, აეროპორტების ადმინისტრაციისა და აგრეთვე, იმ ორგანოებისათვის აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაცის მიწოდებით, რომლებიც ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან არიან დაკავშირებული.

2. სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიურ უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ასახულია საქართველოს სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულში.

3. სააგენტო განსაზღვრავს იმ მეტეოროლოგიური მომსახურების სახეებს, რომლებსაც ის გასწევს საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ასეთი მომსახურების სახეები განისაზღვრება აღნიშნული წესით, აგრეთვე რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებების გათვალისწინებით და ასევე ვრცელდება საერთაშორისო წყლებსა და იმ რაიონებზე, რომლებიც მდებარეობენ შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიის საზღვრებს მიღმა.

4.საერთაშორისო აერნაოსნობის მომსახურე მეტეოროლოგიური პერსონალის მომზადებისა და კვალიფიკაციისადმი მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ წაყენებული მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს სააგენტო.

შენიშვნა 1: საავიაციო მეტეოროლოგიის დარგში მეტეოროლოგიური პერსონალის კვალიფიკაციისა და მისი მომზადების მოთხოვნები მოცემულია მმო-ს №49 გამოცემაში (“ტექნიკური წესები,“ პირველი ტომი, “საერთო მეტეოროლოგიური სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა,“ “ვ4“ თავი “კადრების განათლება და მომზადება“) და მმო-ს გამოცემა №258-შ