1. სახელმწიფო, რომელიც რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, პასუხისმგებლობას იღებს საერთაშორისო ავიატრასებზე ვულკანური მოქმედების თვალთვალის ფარგლებში შექმნას VAAC, უზრუნველყოფს, რომ აღნიშნულმა ცენტრმა, ვულკანის ამოფრქვევის ან მოსალოდნელი ამოფრქვევის, შეტყობინების მიღებისას მისი პასუხისმგებლობის რაიონში:
ა) თვალი ადევნოს გეოსტაციონარულ და პოლარულ ორბიტებზე მდებარე თანამგზავრის შესაბამის მონაცემებს, ატმოსფეროში ვულკანური ფერფლის ღრუბლების და სიმძლავრის დადგენის მიზნით შესაბამის რაიონში;
ბ) აამოქმედოს რიცხობრივი მოდელი ვულკანური ფერფლის გადაადგილება/გაფანტვის ტრაექტორიის განსაზღვისათვის, რათა პროგნოზირებულ იქნეს ნებისმიერი ფერფლის “ღრუბლის“ გადაადგილება, რომელიც აღმოჩენილ იქნა ან რომელთანაც მიმართებაში იქნა მიღებული ინფორმაცია;
გ) გამოსცეს ვულკანური ფერფლის ღრუბლის სიმძლავრის და სავარაუდო გადაადგილების საკონსულტაციო ინფორმაცია:
გ.ა) მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებისათვის, რაიონული სამეთვალყურეო ცენტრებისათვის და საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრისათვის;
გ.ბ) სხვა VAAC-სათვის, რომელთა პასუხისმგებლობის რაიონები შეიძლება მოექცეს ამ მოვლენის მოქმედების ქვეშ;
გ.გ) ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრებისათვის, მონაცემების მსოფლიო ბანკისათვის OPMET, NOTAM-ის საერთაშორისო ორგანოებისათვის;
გ.დ) ავიაკომპანიებისათვის, რომლებიც, AFTN-ის მისამართის საშუალებით, ითხოვენ საკონსულტაციო ინფორმაციას სპეცილურად ამ მიზნისათვის.
2. საკონსულტაციო ცენტრები ვულკანური ფერფლის შესახებ დაკვირვებას აწარმოებენ დღე-ღამის განმავლობაშ