სახელმწიფო, რომელიც, რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, პასუხისმგებლობას იღებს შექმნას TCAC, უზრუნველყოფს, რომ აღნიშნულმა ცენტრმა:
ა) საკუთარი პასუხისმგებლობის რაიონში თვალი ადევნოს ტროპიკული ციკლონის განვითარებას გეოსტაციონარულ და პოლარულ ორბიტებზე მდებარე თანამგზავრების, რადიოლოკაციური მონაცემების და სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაციის გამოყენებით;
ბ) გამოსცეს ციკლონის ცენტრის მდებარეობის, მისი მიმართულების და გადაადგილების სიჩქარის, ცენტრში წნევის და მიწისპირა მაქსიმალური ქარის საკონსულტაციო ინფორმაცია ღია ტექსტით:
ბ.ა) მისი პასუხისმგებლობის რაიონში მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებისათვის;
ბ.ბ) სხვა TCAC-სათვის, რომელთა პასუხისმგებლობის რაიონები შეიძლება მისი მოქმედების ქვეშ მოექცეს;
ბ.გ) ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრებისათვის, მონაცემების მსოფლიო ბანკისათვის OPMET, NOTAM-ის საერთაშორისო ორგანოებისათვის.
მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები
შენიშვნა: ამ თავის ტექნიკური მოთხოვნები და დაწვრილებითი კრიტერიუმები მოცემულია XIII თავშ