1. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინებებში METAR და SPECI, ელემენტები მიეთითება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) შეტყობინების ტიპის მაჩვენებელი;

ბ) ადგილმდებარეობის ინდექსი;

გ) დაკვირვების დრო;

დ) ავტომატიზებული ან, აუცილებლობის შემთხვევაში დაკარგული შეტყობინების მაჩვენებელი;

ე) მიწისპირა ქარის მიმართულება და სიჩქარე;

ვ) ხილვადობა;

ზ) ხილვადობის მანძილი ადზ-ზე, აუცილებლობის შემთხვევაში;

თ) მიმდინარე ამინდი

ი) ღრუბლების რაოდენობა, ღრუბლების სახეობა (მხოლოდ გროვა-საწვიმარი და კოშკისმაგვარი გროვა ღრუბლების) და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე ან ვერტიკალური ხილვადობა, თუ ის იზომება;

კ) ჰაერის ტემპერატურა და ნამის წერტილის ტემპერატურა;

ლ) QNH და, აუცილებლობის შემთხვევაში QFE (QFE-ს რთავენ მხოლოდ ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში).

შენიშვნა: ადგილმდებარეობის ინდექსები, რომელთა შესახებ საუბარია ბ) ქვეპუნქტში, მოყვანილია დოკუმენტში DOC 7910 “ადგილმდებარეობის მაჩვენებლები (ინდექსები)“.

2. არააუცილებელი ელემენტები შეტყობინება METAR და SPECI-ში ჩაერთვება დამატებითი ინფორმაციის სახით რეგიონალური სააერნაოსნო ხელშეკრულების შესაბამისა