1. ადზ-ზე ხილვადობის მანძილის შეფასება, რომლის განმარტებაც მოცემულია პირველ თავში, ხორციელდება ყველა ადზ-ზე, რომლებიც განკუთვნილია დასაფრენად შესვლისა და II და III კატეგორიებისათვის ხელსაწყოების საშუალებით დასაფრენად.
2. ადზ-ზე ხილვადობის მანძილის შეფასება, რომლის განმარტებაც მოცემულია პირველ თავში, ხორციელდება ყველა ადზ-ზე, რომლებიც განკუთვნილია დაბალი ხილვადობის პერიოდში, მათ შორის:
ა) ადზ-ზე, რომელიც აღჭურვილია დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის და განკუთვნილია პირველი კატეგორიისათვის ხელსაწყოების საშუალებით დაფრენისათვის;
ბ) ადზ-ზე, რომლებიც გამოიყენება ასაფრენად და აქვთ დასაფრენი ნათურები და/ან მაღალი ინტენსივობის ღერძულა ნათურები.
3. ადზ-ზე ხილვადობის მანძილის შეფასების შედეგები, რომლებიც სრულდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გადაიცემა მეტრებით, იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ხილვადობა ან ადზ-ზე ხილვადობის მანძილი 1500 მეტრზე ნაკლებია.
4. ადზ-ზე ხილვადობის მანძილის მონაცემები იზომება:
ა) დასაფრენად ზუსტად შესვლის საშუალებებით აღუჭურვილი ან I კატეგორიის ინსტრუმენტული შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ის დაფრენის (შეხების) არისათვის;
ბ) დასაფრენად II კატეგორიის ინსტრუმენტული შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ის დაფრენის (შეხების) არესა და შუაგულისათვის;
გ) დასაფრენად III კატეგორიის ინსტუმენტალური შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ის დაფრენის (შეხების) არეს, შუაგულისა და ადზ-ის შორეული კიდისათვის.
5. აეროდრომის რაიონის საჰაერო მოძრაობისა და აეროდრომის სააერნაოსნო ინფორმაციით უზრუნველმყოფ ორგანოს დაუყოვნებლივ ეცნობება ადზ-ის ხილვადობის მანძილის საზომი ავტომატური აღჭურვილობის საექსპლუატაციო საიმედობის ცვლილებებ