1. ადზ-ზე ხილვადობის სიშორე უნდა შეფასდეს ყველა ადზ-ზე, რომლებიც განკუთვნილია მეორე (CAT II) და მესამე (CAT III) კატეგორიების სახელსაწყო სისტემებით დასაფრენად შესვლისა და დაფრენისთვის.
შენიშვნა: ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ვიზუალური სიშორის (RVR) შესახებ ინფორმაცია მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „ადზ-ზე ხილვადობის სიშორეზე დაკვირვებისა და შეტყობინების სახელმძღვანელო“ (Doc 9328).
2. ადზ-ზე ხილვადობის სიშორე უნდა შეფასდეს ყველა ადზ-ზე, რომლებიც განკუთვნილია დაბალი ხილვადობის პერიოდში ექსპლუატაციისთვის, მათ შორის:
ა) ადზ-ზე, რომელიც აღჭურვილია დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის და განკუთვნილია პირველი კატეგორიის (CAT I) სახელსაწყო სისტემებით დასაფრენად შესვლისა და დაფრენისათვის;
ბ) ადზ-ზე, რომელიც გამოიყენება ასაფრენად და აქვს მაღალი ინტენსივობის დასაფრენი და/ან ღერძულა ნათურები.
შენიშვნა: დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის განკუთვნილი ადზ-ის მიმართ წაყენებული მოთხოვნები განსაზღვრული საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვალის №87 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტით – „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობები“.
3. ადზ-ზე ხილვადობის სიშორე, რომელიც განისაზღვრება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, უნდა გადაიცეს მეტრებში იმ პერიოდების განმავლობაში, როდესაც ხილვადობა ან ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ვიზუალური სიშორე ნაკლებია 1 500 მ-ზე.
4. ადზ-ზე ხილვადობის სიშორის მონაცემები იზომება:
ა) იმ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შეხების ზონისათვის, რომელიც განკუთვნილია არაზუსტი ან I კატეგორიის (CAT I) სახელსაწყო შესვლისა და დაფრენის ოპერაციებისთვის;
ბ) იმ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შეხების ზონისა და შუა მონაკვეთისთვის, რომელიც განკუთვნილია II კატეგორიის (CAT II) სახელსაწყო შესვლისა და დაფრენის ოპერაციებისთვის;
გ) იმ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შეხების ზონის, შუა მონაკვეთისა და დასასრულისათვის (stop-end), რომელიც განკუთვნილია III კატეგორიის (CAT III) სახელსაწყო შესვლისა და დაფრენის ოპერაციებისთვის.
5. საავიაციო მეტეოროლოგიურმა სადგურმა უნდა აცნობოს დაუყოვნებლივ საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებს და სააერნაოსნო ინფორმაციის მომსახურების სამსახურს ადზ-ის ხილვადობის სიშორის გამოყენებული ავტომატური საზომი აღჭურვილობის საექსპლუატაციო მდგომარეობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
6. ხილვადობის სიშორე ადზ-ზე უნდა შეფასდეს ადზ-დან დაახლოებით 2,5 მეტრ (7,5 ფუტი) სიმაღლეზე ინსტრუმენტალური სისტემების გამოყენებით ან დამკვირვებლის მიერ ვიზუალური დაკვირვებით, ადზ-დან 5 მეტრის (15 ფუტი) სიმაღლეზე.
7. ხილვადობის სიშორე ადზ-ზე უნდა შეფასდეს ადზ-ის ღერძიდან გვერდითი დაშორებით, არაუმეტეს 120 მეტრისა. იმისათვის, რომ დაკვირვების ადგილი მისაღები იყოს დაფრენის ზონისათვის, ის უნდა განლაგდეს დაახლოებით 300 მეტრში ადზ-ის ზღურბლიდან. იმისათვის, რომ დაკვირვების ადგილი მისაღები იყოს ადზ-ის შუა წერტილებისა და ბოლოსათვის, ისინი უნდა განლაგდნენ ადზ-ის ზღურბლიდან 1000-1500 მეტრზე და 300 მეტრზე ადზ-ის მეორე ბოლოდან. ზუსტი ადგილმდებარეობა, ასევე საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ადგილები დაკვირვებისათვის, უნდა განისაზღვროს ისეთი საავიაციო, მეტეოროლოგიური და კლიმატოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ადზ-ის სიგრძე, აგრეთვე ჭაობების არსებობა, სადაც მოსალოდნელია ნისლი.
8. ასაფრენ-დასაფრენ ზოლებზე, რომლებიც განკუთვნილია II და III კატეგორიის (CAT II და CAT III) სახელსაწყო შესვლისა და დაფრენის ოპერაციებისთვის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ხილვადობის სიშორის განსასაზღვრად გამოყენებული უნდა იქნეს ტრანსმისომეტრებზე ან პირდაპირი გაფანტვის საზომებზე დაფუძნებული ინსტრუმენტული სისტემები.
9. ასაფრენ-დასაფრენ ზოლებზე, რომლებიც განკუთვნილია I კატეგორიის (CAT I) სახელსაწყო შესვლისა და დაფრენის ოპერაციებისთვის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ხილვადობის სიშორის განსასაზღვრად რეკომენდებულია ტრანსმისომეტრებზე ან პირდაპირი გაფანტვის საზომებზე დაფუძნებული ინსტრუმენტული სისტემების გამოყენება.
შენიშვნა: ვინაიდან სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს შორის სიზუსტე შეიძლება განსხვავდებოდეს, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ხილვადობის სიშორის განსაზღვრისთვის მოწყობილობის შერჩევამდე უნდა შემოწმდეს მათი ექსპლუატაციური მახასიათებლები. პირდაპირი გაფანტვის საზომი მოწყობილობების (forward-scatter meters) დაკალიბრება უნდა იყოს კვალვადი და გადამოწმებადი ტრანსმისომეტრის სტანდარტის მიმართ, რომლის სიზუსტე დადასტურებულია მისთვის განკუთვნილ ოპერატიულ დიაპაზონში. ტრანსმისომეტრებისა და პირდაპირი გაფანტვის საზომების გამოყენების შესახებ მითითებები მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ვიზუალური სიშორის დაკვირვებისა და ანგარიშგების სახელმძღვანელო“ (Doc 9328).
10. იმ შემთხვევაში, როდესაც ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ხილვადობის სიშორე განისაზღვრება ინსტრუმენტული სისტემებით, ერთი ჩვენების მოწყობილობა (აუცილებლობის შემთხვევაში – რამდენიმე) უნდა განთავსდეს მეტეოროლოგიურ სადგურზე, ხოლო შესაბამისი ჩვენების მოწყობილობები – შესაბამის საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტში.
11. მეტეოროლოგიურ სადგურსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებში განთავსებული ჩვენების მოწყობილობები დაკავშირებული უნდა იყოს ერთსა და იმავე სენსორებთან. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გამოიყენება განცალკევებული სენსორები, ჩვენების მოწყობილობები მკაფიოდ უნდა იყოს ნიშანდებული, რათა უზრუნველყოს ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) და მისი იმ მონაკვეთის იდენტიფიკაცია, რომელსაც თითოეული სენსორი აკონტროლებს.
12. იმ შემთხვევაში, როდესაც ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ხილვადობის სიშორე განისაზღვრება ვიზუალური დაკვირვებით, მონაცემები უნდა მიეწოდოს შესაბამის ადგილობრივ საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებს ყოველ ჯერზე, როდესაც ცვლილება ხდება გადასაცემ მნიშვნელობაში, დადგენილი საანგარიშო სკალის შესაბამისად. ასეთი მონაცემების გადაცემა, როგორც წესი, უნდა დასრულდეს დაკვირვების დასრულებიდან 15 წამის განმავლობაში.
13. იმ შემთხვევაში, როდესაც ადზ-ზე ხილვადობის სიშორის შეფასებისთვის გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, მათი მონაცემები უნდა განახლდეს ყოველ 60 წამში ერთხელ მაინც, იმისათვის, რომ მიწოდებულ იქნეს მიმდინარე მისაღები მნიშვნელობები. გასაშუალოების პერიოდი უნდა შეადგენდეს:
ა) 1-წუთიან პერიოდს ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებებისთვის, აგრეთვე იმ მონიტორებისთვის, რომლებიც განლაგებულია სმმ-ის პუნქტებში;
ბ) 10-წუთიან პერიოდს METAR და SPECI შეტყობინებების შემთხვევაში. თუ ამ 10-წუთიან პერიოდში ადგილი აქვს ადზ-ზე ხილვადობის სიშორის მნიშვნელობის შესამჩნევ არასტაბილურობას, საშუალო მნიშვნელობის განსაზღვრისას გამოიყენება მხოლოდ ამ არასტაბილური პერიოდის შემდგომი მონაცემები.
შენიშვნა: შესამჩნევ არასტაბილურობას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც 2 წუთის განმავლობაში დაიკვირვება ადზ-ზე ხილვადობის სიშორის ცვლილება, რომელიც აღწევს ან აჭარბებს შემდეგ მნიშვნელობებს: 800 მ-ს, 550 მ-ს, 300 მ-სა და 175მ-ს.
14. როდესაც ხილვადობის სიშორის ადზ-ზე შესაფასებლად გამოიყენება ინსტრუმენტალური სისტემები, გამოთვლა უნდა წარმოებდეს თითოეული ადზ-ისათვის. ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებებისთვის, გამოსათვლელად გამოსაყენებელი განათების სიმძლავრე უნდა იყოს:
ა) განსაზღვრული ადზ-ის განათების ფაქტობრივი სიმძლავრის ტოლი იმ ადზ-ისთვის, რომლის განათება ჩართულია და მისი სიმძლავრე, მაქსიმალური სიმძლავრის 3 პროცენტზე მეტია;
ბ) არსებულ პირობებში საექსპლუატაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო, განათების ოპტიმალური სიმძლავრის ტოლი იმ ადზ-ისთვის, რომლის განათება ჩართულია და მისი სიმძლავრე, მაქსიმალური სიმძლავრის 3 პროცენტზე ნაკლებია;
გ) არსებულ პირობებში საექსპლუატაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო განათების ოპტიმალური სიმძლავრის ტოლი იმ ადზ-ისთვის, რომლის განათება გამორთულია ან დაყენებულია მინიმალურ სიმძლავრეზე.
15. შეტყობინებებისთვის METAR და SPECI ადზ-ზე ხილვადობის სიშორის შეფასება უნდა ეფუძნებოდეს ადზ-ზე არსებული სინათლის მაქსიმალურ სიმძლავრეს.
შენიშვნა: ინსტრუმენტული ჩვენებების ადზ-ზე ხილვადობის სიშორის მაჩვენებელზე გადაყვანის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ამ წესის №13 დანართში.
16. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინებებში METAR და SPECI ხილვადობის სიშორე ადზ-ზე გადაიცემა 25მ-ის სიზუსტით, თუ ხილვადობა 400 მეტრზე ნაკლებია, როდესაც ხილვადობა 400 დან 800 მეტრამდეა – 50მ-ის სიზუსტით და როდესაც ხილვადობის სიშორე ადზ-ზე 800 მეტრზე მეტია – 100მ-ის სიზუსტით. ნებისმიერი დაკვირვებადი მნიშვნელობა, რომელიც არ ჯდება გადაცემისათვის გამოყენებულ მონაცემთა სკალაში, მრგვალდება სიმცირისკენ ამ სკალის უახლოეს წილადამდე.
17. ადზ-ზე ხილვადობის სიშორის ქვედა ზღვრად ითვლება 50 მეტრი, ხოლო ზედა ზღვრად – 2000 მეტრი. როდესაც ხილვადობა მეტია ან ნაკლებია აღნიშნულ ზღვრულ მნიშვნელობებზე, ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინებაში METAR და SPECI მიეთითება მხოლოდ ის, რომ ხილვადობის სიშორე ადზ-ზე ნაკლებია 50მ-ზე ან მეტია 2000 მეტრზე.
18. ადგილობრივ რეგულარულ და ადილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინებებში METAR და SPECI:
ა) იმ შემთხვევებში, როდესაც ხილვადობის სიშორე ადზე-ზე მეტია გამოყენებადი სისტემის გაზომილ ზედა ზღვრულ მნიშვნელობაზე, ის მიეთითება შემოკლება „ABV“-ის მეშვეობით ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში და შემოკლება „P“-ის მეშვეობით შეტყობინებებში METAR და SPECI, რომელსაც მოსდევს ის მაქსიმალური მნიშვნელობა, რომელიც განისაზღვრება აღნიშნული სისტემით;
ბ) იმ შემთხვევებში როდესაც ხილვადობის სიშორე ადზე-ზე ნაკლებია გამოყენებადი სისტემის გაზომილ ქვედა ზღვრულ მნიშვნელობაზე, ის მიეთითება შემოკლება „BLW“-ის მეშვეობით ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში და შემოკლება „M“-ს მეშვეობით შეტყობინებებში METAR და SPECI, რომელსაც მოსდევს ის მინიმალური მნიშვნელობა, რომელიც განისაზღვრება აღნიშნული სისტემით.
19. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში:
ა) მიეთითება მისი საზომი ერთეული;
ბ) თუ ადზე-ზე ხილვადობის სიშორეზე დაკვირვება წარმოებს ადზ-ის ერთი მონაკვეთიდან ანუ მხოლოდ დაფრენის არიდან, დაკვირვების მონაცემები გადაიცემა დაკვირვების ადგილის მიუთითებლად;
გ) თუ ადზ-ზე ხილვადობის სიშორეზე დაკვირვება წარმოებს ადზ-ის გასწვრივ რამდენიმე ადგილიდან, თავიდან მიეთითება დაფრენის არის მისაღები მნიშვნელობა, ხოლო შემდეგ, მისაღები მნიშვნელობები ადზ-ის შუა წერტილისა და ბოლოსათვის, ამასთან, უნდა მიეთითოს ის ადგილები, რომელთათვის აღნიშნული მნიშვნელობებია დამახასიათებელი;
დ) თუ გამოიყენება რამდენიმე ადზ და ადზ-ზე ხილვადობის სიშორეზე დაკვირვება წარმოებს უშუალოდ ამ ადზ-ებიდან, გადაიცემა ხილვადობის სიდიდე თითოეული ადზ-ისათვის და მიეთითება ის ადზ-ები, რომელთაც ეკუთვნით ეს მნიშვნელობები.
20. შეტყობინებებში METAR და SPECI:
ა) მისაღები მნიშვნელობა გადაიცემა მხოლოდ შეხების არისთვის, დაკვირვების ადგილის მიუთითებლად;
ბ) თუ გამოიყენება რამდენიმე ადზ, ადზ-ზე ხილვადობის სიშორის მისაღები მნიშვნელობა შეხების არისთვის გადაიცემა:
ბ.ა) მაქსიმუმ ოთხი ასეთი ადზ-ისთვის, თუ შეტყობინება ვრცელდება კოდური ფორმით, ამ წესის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
ბ.ბ) ყველა ასეთი ადზ-ისთვის, თუ შეტყობინება ვრცელდება IWXXM ფორმით, ამ წესის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
ბ.გ) იმ ადზ-ებისთვის, რომელსაც ეხება ეს მნიშვნელობები.
21. შეტყობინება METAR და SPECI-ში, იმ შემთხვევაში, როდესაც ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ხილვადობის სიშორის განსასაზღვრად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, დაკვირვებამდე უშუალოდ წინა 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებული RVR-ის მნიშვნელობების ცვლილებები უნდა აისახოს, თუ აღნიშნულ პერიოდში RVR-ის მნიშვნელობებს ჰქონდა მკაფიო ტენდენცია, კერძოდ, როდესაც პირველი 5 წუთის საშუალო მნიშვნელობა განსხვავდება მეორე 5 წუთის საშუალო მნიშვნელობისგან 100 მეტრით ან მეტით.
22. იმ შემთხვევაში, როდესაც RVR-ის მნიშვნელობების ცვლილება ასახავს ზრდის ტენდენციას ან კლების ტენდენციას, ეს უნდა აღინიშნოს შესაბამისად აბრევიატურებით „U“ (ზრდა) ან „D“ (კლება). იმ შემთხვევებში, როდესაც 10-წუთიან პერიოდში ცვლილებებს არ გააჩნია მკაფიო ტენდენცია, ეს უნდა აღინიშნოს აბრევიატურით „N“. თუ ტენდენციის განსაზღვრა შეუძლებელია, შესაბამისი აბრევიატურა არ უნდა იქნეს გამოყენებულ