1. ადგილობრივი რეგულარული შეტყობინებები უნდა გადაეცეს ადგილობრივ საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებს, ასევე, უნდა იყოს ხელმისაწვდომი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებისთვის და აეროდრომის სხვა მომხმარებლებისთვის.
2. ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებები ადგილობრივი საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებს უნდა გადაეცეს განსაზღვრული პირობების დადგომისთანავე. თუმცა, მეტეოროლოგიური მომსახურების მიმწოდებელსა და შესაბამის საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებს შორის შეთანხმების საფუძველზე, მათი გამოცემა აუცილებელი არ არის შემდეგ შემთხვევებში:
ა) ადგილობრივი საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტის მონიტორზე გამოსახული ნებისმიერი მონაცემი შეესაბამება საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურის მონიტორის ეკრანზე ასახულ მონაცემებს და არსებობს ამ მონიტორების მეშვეობით შეტყობინებებში ცვლილებების შეტანის პროცედურა;
ბ) მეტეოროლოგ-დამკვირვებელი, საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტს გადასცემს ადზ-ზე სიშორის არსებული შეტყობინების სქემის ერთ ან რამდენიმე საფეხურში ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
3. ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებისთვის და აეროდრომის სხვა მომხმარებლებისთვი