1. შეტყობინება METAR, მასში შეტანილი შესწორებები და შეტყობინება SPECI ეგზავნება მონაცემთა საერთაშორისო ბანკებსა (OPMET) და ცენტრებს, რომლებიც რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნულნი არიან ინტერნეტზე დამყარებული სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ოპერირებისათვის რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე.
2. შეტყობინება METAR და SPECI ვრცელდება აეროდრომის ფარგლებს გარეთ სხვა აეროდრომებზე რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად.
3. შეტყობინება SPECI ამინდის პირობების გაუარესების შემთხვევაში ვრცელდება დაკვირვების შემდეგ დაუყოვნებლივ. შეტყობინება SPECI, ერთი ელემენტის გაუარესების და ამავდროულად მეორის გაუმჯობესების შესახებ, ვრცელდება დაკვირვების შემდეგ დაუყოვნებლივ და განიხილება, როგორც შეტყობინება ამინდის გაუარესების შესახებ.
4. შეტყობინება SPECI ამინდის პირობების გაუმჯობესების შემდეგ, ვრცელდება მხოლოდ გაუმჯობესების 10 წუთის შენარჩუნების შემთხვევაში. აუცილებლობის შემთხვევაში, ასეთი შეტყობინების გავრცელებამდე, მასში შეიტანება კორექტივები, იმ მიზნით, რომ ასახულ იქნეს ამინდის პირობები, რომლებიც ჭარბობდნენ 10-წუთიანი პერიოდის დასასრულ