ფრენის დაწყებამდე ვერტმფრენის მეთაური ვალდებულია გაეცნოს ყველა არსებულ მეტეოროლოგიურ ინფორმაციას, რომელიც ეხება დაგეგმილ ფრენას. ასაფრენი მოედნის ზონის ფარგლებს გარეთ ფრენისას და ნებისმიერი სახელსაწყო ფრენის წესებით ფრენისას, გაფრენისწინა მომზადება მოიცავს:
ა) ხელმისაწვდომი ყველა მეტეოროლოგიური ინფორმაციის და პროგნოზების გაცნობას;
ბ) ქმედების დაგეგმარებას იმ შემთხვევებისათვის, როდესაც ფრენის შესრულება შეიძლება გახდეს შეუძლებელი ამინდის პირობების გაუარესების გამო.
შენიშვნა: ფრენის გეგმისათვის დადგენილი მოთხოვნები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-2 დანართში და იკაო-ს Doc-ში 444