1. თუ დაგეგმილი ფრენის  სიმაღლეზე  ეკიპაჟის კაბინაში და მგზავრების სალონში ატმოსფერული წნევა მიაღწევს 700 ჰპა-ზე დაბალ ზღვარს, ფრენა უნდა შესრულდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვერტმფრენზე სასუნთქი ჟანგბადის მარაგი  საკმარისია:

ა) ეკიპაჟის ყველა წევრისთვის და მგზავრების 10%-სთვის იმ 30 წუთზე მეტი ნებისმიერი დროის განმავლობაში, როდესაც წნევამ უნდა შეადგინოს 700-დან 620 ჰპა-მდე;

ბ) ეკიპაჟის წევრებისთვის და მგზავრებისთვის ნებისმიერი დროის განმავლობაში, როდესაც წნევა იქნება 620 ჰპა-ზე დაბალი.

2. დაგეგმილი ფრენა ჰერმეტული ვერტმფრენით, უნდა შესრულდეს  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფრენის პირობებიდან გამომდინარე, სასუნთქი ჟანგბადის მარაგი   ვერტმფრენზე საკმარისია ეკიპაჟის ყველა წევრის და მგზავრების ნაწილისათვის ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერი დროის განმავლობაში, როდესაც ეკიპაჟის კაბინაში და მგზავრების სალონში ატმოსფერული წნევა მიაღწევს 700 ჰპა-ზე დაბალ მნიშვნელობას.

3. ამ მუხლში გამოყენებული აბსოლუტური სიმაღლეები სტანდარტულ ატმოსფეროში შეესაბამება მიახლოებით აბსოლუტური წნევის შემდეგ მნიშვნელობებს:

ა) 700 ჰპა აბსოლუტური წნევა – 3 000 ფტ – 10 000 მ;

ბ) 620 ჰპა აბსოლუტური წნევა – 4 000 ფტ –13 000