1. საფრენოსნო ეკიპაჟის ყველა წევრმა მოვალეობების შესრულებისას, რომელიც მნიშვნელოვანია თვითმფრინავის ფრენისას მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის, მუდმივად უნდა გამოიყენოს სასუნთქი ჟანგბადი, როდესაც შექმნილია ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული   ჟანგბადის გამოყენების გარემოება.

2. ჰერმეტიზირებულ კაბინიანი სხ-ის საფრენოსნო ეკიპაჟის ყველა წევრს, როდესაც ფრენა სრულდება ისეთ სიმაღლეზე, სადაც ატმოსფერული წნევა 376 ჰპა-ზე დაბალია, თავის სამუშაო ადგილებზე უნდა ჰქონდეს სწრაფადჩაცმადი ჟანგბადის ნიღბები, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ჟანგბადის დაუყოვნებლივ მიწოდება