1. აფრენის სათადარიგო აეროდრომი შეირჩევა და მიეთითება ფრენის სამუშაო გეგმაში იმ შემთხვევაში, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები გაფრენის აეროდრომზე არის ამ ფრენისთვის ამავე აეროდრომზე დასაფრენად დადგენილ მინიმუმზე ნაკლები, ან თუ შეუძლებელია გაფრენის აეროდრომზე დაბრუნება სხვა მიზეზებით.
2. აფრენის სათადარიგო აეროდრომი შეირჩევა გაფრენის აეროდრომიდან სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის დროის შემდეგ ფარგლებში:
ა) ორძრავიანი სხ-ისათვის: სეს-ით განსაზღვრულ კრეისერულ სიჩქარეზე ერთი მოქმედი ძრავით, 1 სთ-ის საფრენ მანძილზე, რომელიც გამოთვლილია სტანდარტულ ატმოსფეროს შტილის პირობებში ფაქტობრივი ასაფრენი მასის გათვალისწინებით; ან
ბ) სამი ან მეტი ძრავით სხ-ისათვის: სეს-ით განსაზღვრულ კრეისერულ სიჩქარეზე ყველა მოქმედი ძრავით, 2 სთ-ის საფრენ მანძილზე, რომელიც გამოთვლილია სტანდარტულ ატმოსფეროს შტილის პირობებში ფაქტობრივი ასაფრენი მასის გათვალისწინებით.
3. აფრენის სათადარიგო აეროდრომზე მისი გამოყენების სავარაუდო დროისთვის მეტეოროლოგიური პირობები უნდა შეესაბამებოდეს ან უფრო მაღალი უნდა იყოს აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმზ