1. დაგეგმილ მარშრუტებზე და აეროდრომებზე მოსალოდნელი პირობების მიხედვით, ექსპლუატანტმა უნდა შეიმუშაოს ფრენის დაგეგმარების პროცედურა, რომელმაც უნდა  უზრუნველყოს ფრენის უსაფრთხო             შესრულება საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების და სხვა საექსპლუატაციო შეზღუდვების გათვალისწინებით. ეს პროცედურები შეტანილი უნდა იყოს ფშს-ში.

2. ფრენის დაგეგმარებისას ექსპლუატანტი ვალდებულია, სათადარიგო აეროდრომისათვის    დაადგინოს უფრო მაღალი მინიმუმი,  ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც იგივე აეროდრომი განიხილება, როგორც დანიშნულების აეროდრომი.

შენიშვნა: ფრენის გეგმისათვის დადგენილი მოთხოვნები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-2 დანართში და  იკაო-ს Doc-ში 444